გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.
მან მოითხოვა „რკინისებური გარანტიები" ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„მე ვიზიარებ ინდუსტრიის ინსაიდერების შეშფოთებას იმის შესახებ, რომ მოწინავე ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას", - განაცხადა მან.
„დღეს, აქ მოვუწოდებ ყველას, გაიღონ მაქსიმალური ძალისხმევა AI-ის უსაფრთხოების ირგვლივ მტკიცე გარანტიების დასანერგად, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის", - აღნიშნა მან.
ტურკს კონკრეტულ რისკებზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა მისი უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მძლავრი AI-სისტემების ხარვეზებმა შესაძლოა შეაფერხოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დემოკრატიული ინსტიტუტები.
მან მაგალითად მოიყვანა ივლისში მომხდარი, ე.წ. Hugging Face-ის ინციდენტის დროს გამოვლენილი „აგენტების წვრთნის საშიში ქცევები", როდესაც OpenAI-ის აგენტების ჯგუფმა ღია კოდის მქონე პლატფორმაზე ჰაკერული შეტევა განახორციელა, და დასძინა, რომ ეს მიუთითებს მოწინავე AI-შესაძლებლობების იმაზე სწრაფ განვითარებაზე, ვიდრე უსაფრთხოების მექანიზმები იქმნება.
ტურკმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი ფლობს „თითქმის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ხელოვნურ ინტელექტზე", თუმცა კონკრეტული სახელები არ დასახელებია.
წამყვან AI-კომპანიებს შორის არიან Meta, Anthropic, OpenAI და Google.
მსგავსი სიახლეები
მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა
Reuters: ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს
ბრიტანეთში ბოლო ორ დღეში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო
იური უშაკოვი: რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, აბუ-დაბიში გაიმართოს
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა
ნიდერლანდებში 24-საათიანი გაფიცვის გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ
ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს
ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - აშშ-ის ეკონომიკურ ომს საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ
დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა
უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
ევროკომისიის სპიკერი – ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
ფრიდრიხ მერცი: არჩევნებში ჩემი პარტიის დამარცხებით შოკირებული ვარ - მკაცრი რეფორმების გატარებას გააგრძელებს
მედია: 7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა
სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის საფასურს ყველა იხდის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება
Le Figaro: უიტკოფმა და კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებების განახლებისთვის