"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
ისრაელის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?“ (ავტორი - ეი-ჯეი ჯაფი, კანადელი ექსპერტი).
პუბლიკაციაში განმარტებულია, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის მთავრობას გამოიყენოს მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელის ვალები და როგორ შეიძლება დავალიანების ჩამოწერის შეთავაზება ირანის წინააღმდეგ ომში მათ იძულებით ჩასაბმელად.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით ვერ მოიგება, აუცილებელი იქნება ქვეყნის ოკუპაცია ან კონტროლი, რასაც შესაძლოა 1,5 მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზაცია დასჭირდეს. ვისი გაწვევა შეიძლება აშშ-ის არმიაში? ერთ-ერთი სცენარით, იმ ახალგაზრდა ამერიკელებს ვალები უნდა ეპატიოთ, რომლებიც ირანის ოკუპაციის მიზნით განხორციელებულ საომარ ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანხმდებიან.
თვეების განმავლობაში მიმდინარე აშშ-ის ინტენსიურმა თავდასხმებმა ირანის სამხედრო შესაძლებლობები ვერ შეარყია და ომი ვერ დაასრულა, ხოლო სახმელეთო შეჭრას გაცილებით მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დასჭირდება, ვიდრე ამჟამად არის ხელმისაწვდომი.
დღეისათვის აშშ-ის არმიაში ჯარისკაცთა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ირანში სახმელეთო ოპერაციას სჭირდება. ირანის 31 პროვინციული სარდლობისა და „მოზაიკური თავდაცვის დოქტრინის“ წინააღმდეგ წარმატებული სახმელეთო ოპერაციისთვის პროგნოზების თანახმად, ქვეყნის ოკუპაციისათვის 750 000-დან 1,5 მილიონამდე ამერიკელ ჯარისკაცი იქნება საჭირო, აშშ-ის ამჟამინდელი აქტიური არმია კი დაახლოებით 452 ათასია. გათვლა აშკარად არ ემთხვევა.
აშშ-ის ისტორიაში ტრადიციული საომარი გაწვევის ნაცვლად, ვალების ჩამოწერის პროგრამის მეშვეობით ჯარისკაცების მოზიდვა უფრო ეფექტურ გზას წარმოადგენს.
საშუალო ამერიკელს 18-დან 34 წლამდე აქვს 40 000 დოლარზე მეტი არაიპოთეკური ვალი, მათ შორის სტუდენტური სესხები, საკრედიტო ბარათების ნაშთები, ავტოსესხები და პერსონალური სესხები; ზოგიერთი შეფასებით, ეს თანხა 100 000 დოლარსაც აღწევს. პენტაგონს სწორედ ეს თაობა სჭირდება.
ფედერალურ დონეზე მართული ვალების ჩამოწერის პროგრამა, რომელიც 24 ან 36- თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ სრულად გააუქმებს სტუდენტურ სესხებს, საკრედიტო ბარათების დავალიანებებსა და სხვა კრედიტებს, ასევე გააფართოებს GI Bill-ს (ვეტერანთა დახმარების პროგრამა), უზრუნველყოფს მოხალისეების მასშტაბურ რეკრუტირებას.
ამერიკელების დაახლოებით 77%-ს აქვს გარკვეული სახის ვალი. ეს შეადგენს დაახლოებით 250-დან 260 მილიონამდე ადამიანს, რომლებსაც სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები აქვთ, რაც აშშ-ის შინამეურნეობების მთლიან ვალს ისტორიულ მაქსიმუმამდე - 18,8 ტრილიონ დოლარამდე ზრდის. აშშ-ში ზრდასრული ადამიანების საშუალო ვალი 63 500 დოლარის დონეზეა.
მსგავსი სიახლეები
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny