ურსულა ფონ დერ ლაიენი – არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება
ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა გრენლანდიის ტერიტორიულ მთლიანობას და განააცხადა 200 მილიონი ევროს საინვესტიციო პაკეტი, რომელიც დონალდ ტრამპის მხრიდან კუნძულზე განხორციელებულ ზეწოლასთან გამკლავებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ „ევრონიუსი" წერს. როგორც „ევრონიუსის" სტატიაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ დაიმუქრა გრენლანდიის ანექსიით.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, არქტიკულ კუნძულზე ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გრენლანდიაში დამატებით 200 მილიონ ევროს ჩადებს, რათა გააღრმაოს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეუწყოს ნედლეულის მოპოვებას.
„ჩვენ ვიცით, რომ არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება, ამიტომ ჩვენ უშუალოდ ვართ დაინტერესებული იმით, რაც აქ ხდება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გრენლანდიაში ვიზიტი გამოიყენა იმისთვის, რომ გრენლანდიის მიმართ ევროპის მხარდაჭერა დაეფიქსირებინა იმ ფონზე, რასაც მან „უზარმაზარი ზეწოლა" უწოდა, თუმცა ტრამპის სახელი პირდაპირ არ უხსენებია.
„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიის სამეფოსა და გრენლანდიის ხალხს. ჩვენ ასე გაგრძელებას ვაპირებთ. და გვინდა, აქ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ: გრენლანდიის მომავალს გრენლანდიის ხალხი და დანია გადაწყვეტენ. სხვა არავინ", - განაცხადა ფინ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საზღვრების ხელშეუხებლობა - ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მის გვერდით მყოფმა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსონმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ფონ დერ ლაიენს მისი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„გრენლანდიას სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება გრენლანდია", - განაცხადა ნილსონმა.
ცნობისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებული 200-მილიონი ევროს ღირებულების საინვესტიციო პაკეტი სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება: ციფრული კავშირების განვითარებაზე, მათ შორის წყალქვეშა კაბელებსა და სატელიტურ ინფრასტრუქტურაზე; სუფთა ენერგიაზე, განსაკუთრებული აქცენტით ჰიდროენერგეტიკაზე და კრიტიკული მნიშვნელობის ნედლეულის მდგრად მოპოვებაზე. „ევრონიუსის" მიხედვით, გრენლანდიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი 34 მინერალიდან 25 მოიპოვება. ამ მინერალებს ბრიუსელი განახლებადი ენერგიის სისტემებისა და უახლესი ტექნოლოგიების საკუთარი ძალებით განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს. თუმცა, კუნძულზე სამთო მოპოვების სექტორი ჯერ კიდევ არააა სათანადოდ განვითარებული. მკაცრი კლიმატური პირობების გამო ინვესტორები ძვირადღირებული პროექტების განხორციელებას ერიდებიან.
„ევრონიუსი" ასევე წერს, რომ ევროკომისია მუშაობს არქტიკის სტრატეგიის განახლებაზეც და ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტის პროექტში გრენლანდიისთვის კონკრეტულად 530 მილიონი ევროს გამოყოფა აქვს გათვალისწინებული.
მსგავსი სიახლეები
მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა
Reuters: ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს
ბრიტანეთში ბოლო ორ დღეში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო
იური უშაკოვი: რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, აბუ-დაბიში გაიმართოს
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა
ნიდერლანდებში 24-საათიანი გაფიცვის გამო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ
ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს
ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან შეტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - აშშ-ის ეკონომიკურ ომს საზღვაო შეზღუდული ზონის შექმნით ვუპასუხებთ
დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა
უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
ევროკომისიის სპიკერი – ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით, თუმცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვადებზე საუბარი ნაადრევია
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
ფრიდრიხ მერცი: არჩევნებში ჩემი პარტიის დამარცხებით შოკირებული ვარ - მკაცრი რეფორმების გატარებას გააგრძელებს
მედია: 7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა
სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის საფასურს ყველა იხდის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება
Le Figaro: უიტკოფმა და კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებების განახლებისთვის