ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს - დაკავებულია არასრულწლოვანი
პენიტენციური სამსახური – თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, 3 წელს ციხეში მოიხდის - ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას
პოლიციამ მესტიაში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი გამოკითხვის შემდეგ - დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილა
ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს