თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

თიბისიმ, კურორტ გოდერძიზე, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საინვესტიციო ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.

 

თიბისი კაპიტალის გუნდმა მონაწილეებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა წარუდგინა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კი გოდერძის განვითარების გეგმებისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა კურორტის ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები ადგილზე დაათვალიერეს.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნესის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები.

 

“ინვესტორებს გავაცანით გოდერძის განვითარების გეგმები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ოთხსეზონიან კურორტს აქვს. თიბისისთვის აჭარა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონია - ჩვენ აქ 740 კომპანიის პარტნიორი ვართ. მათთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა სექტორში და ხელს ვუწყობთ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აჭარაში ჩვენი პორტფელი სრულად 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს; 49%-იანი წილით კი ბაზრის ლიდერები ვართ ბიზნესის დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გოდერძიზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს შევქმნით”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

 

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარების უწყვეტი ციკლი რეგიონულ ჭრილშიც  მზარდ დინამიკაშია და ის ფაქტი, რომ აჭარა დღეს მრავალი თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონფერენცია და შეხვედრა იმართება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიმზიდველობას როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს ინიციატივების განხილვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის არა მარტო ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანეთის სწრაფი განვითარება, იქ არსებული მრავალფეროვანი პოტენციალის გათვალისწინებით.  წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი გოდერძი ამ კუთხით, სრულად პასუხობს ბიზნესინტერესების ფოკუსში არსებობის სტანდარტებს და თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი - როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაძლიერების კუთხით, რაც წარმოაჩენს კიდეც მთის კურორტების მნიშვნელობას რეგიონის მიმზიდველობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კონფერენციაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის  და არა მხოლოდ, ცნობილი კომპანიები და დაინტერესებული პირები ღებულობენ მონაწილეობას, ასევე აქტიურად არიან ჩართული ჩვენი რეგიონის შესაბამისი უწყებები და დეპარტამენტები; იმედი მაქვს, ისინი ბევრ აქტუალურ საკითხს განიხილავენ და ერთობლივად გამოკვეთენ ჩვენი რეგიონის განვითარებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ წამოწყებას დაუჭირა მხარი და იდეიდან რეალობამდე მიიყვანა ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, - ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

(R)





მსგავსი სიახლეები
"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრიდან
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრიდან
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ირაკლი კობახიძე – ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა SIAL Guangzhou-ზე პირველად არის წარმოდგენილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება-შპს ბლექ სი პეტროლიუმი
თამარ იოსელიანი - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრიდან
თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ივანე აბაშიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება - სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი ჩაერთო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი სექტემბრიდან
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აგვისტოდან
თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს