საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო „სითი მოლის" მიმდებარედ ახალი საგზაო სქემის შესახებ იუწყება.

როგორც ცნობილი ხდება, იცვლება გადაადგილების მიმართულებები, ეწყობა მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლი და ა.შ.

ინფორმაციის თანახმად, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ერთმანეთისგან გამიჯვნა, კონფლიქტური მანევრების შემცირება და ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების შენარჩუნება" 

„სითი მოლის" მიმდებარედ გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა. აღნიშნულ კვანძზე მოძრაობდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ცვლილების შედეგად, მეტროსადგურ „დელისიდან" „სითი მოლის" მიმართულებით მოძრაობისას, მოლთან არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი ხდება როგორც ქავთარაძის ქუჩისკენ, ისე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით მოხვედრა.

მეორე შესახვევი განკუთვნილი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოლის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას" მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება „სითი მოლთან", პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალებები მარცნივ მოხევით ყაზბეგის გამზირზე გავლენ. ამ შესახვევიდან ავტომობილები ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრას.

ამასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის" მიმართულებით, ეწყობა საზოგადოებრივი ტყრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდება ორ-ორი სამანქანო ზოლი.

„სითი მოლის" მიმდებარედ არსებულ მოედანზე ეწყობა შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაუკავშირდება. მოედანზე საპარკინგე ადგილებიც შენარჩუნდება. განლაგება ახალი სქემის შესაბამისად იცვლება. ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ერთმანეთისგან გამიჯვნა, კონფლიქტური მანევრების შემცირება და ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების შენარჩუნება" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრიდან
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრიდან
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ირაკლი კობახიძე – ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა SIAL Guangzhou-ზე პირველად არის წარმოდგენილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება-შპს ბლექ სი პეტროლიუმი
თამარ იოსელიანი - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრიდან
თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ივანე აბაშიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება - სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი ჩაერთო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი სექტემბრიდან
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აგვისტოდან
თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს