ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა SIAL Guangzhou-ზე პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში SIAL Guangzhou. ამასთან, SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი.

 

საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. „აჩინებული", „არტვაინი", „აქტო'', „კახური ტრადიციული მეღვინეობა", „რუისპირი", „ჩელთი", „თაკარა ვაინსი", „ხოდელი მეღვინეობა", „მუკუზნის ღვინის სარდაფი", „წყალი მარგებელი" და „აიდიეს ბორჯომი" გამოფენაზე ღვინოს, სპირტიან სასმელებს, ნატურალურ წვენებსა და მინერალურ წყალს წარადგენენ.

 

SIAL Guangzhou ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის. ჩინეთში SIAL Guangzhou-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება.

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრიდან
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრიდან
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ირაკლი კობახიძე – ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა SIAL Guangzhou-ზე პირველად არის წარმოდგენილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება-შპს ბლექ სი პეტროლიუმი
თამარ იოსელიანი - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრიდან
თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ივანე აბაშიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება - სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი ჩაერთო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი სექტემბრიდან
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აგვისტოდან
თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს