ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა გახდა. საგამოძიებო სამსახურში დამატებით დეტალებზე, მათ შორის, გამოვლენილი ან დაკითხული არიან თუ არა პლატფორმის ორგანიზატორები, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის, მომხმარებლების მიერ თანხების გატანის პრობლემებთან დაკავშირებით.
TSQ Investment Group მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალი მონაწილეების მოზიდვაც იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს არაერთხელ აფრთხილებდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული საეჭვო საინვესტიციო შეთავაზებებისა და სავარაუდო ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ.
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, — აცხადებდა ეროვნული ბანკი.
26 აგვისტოს სებ-მა ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თანხის დაბანდებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ და შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკი.
TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა.
2025 წელს ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნულმა კომისიამ (CNMV) TSQ Investment Group-ის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, კომპანია ესპანეთში შესაბამისი საინვესტიციო მომსახურებების გასაწევად უფლებამოსილი არ იყო.
ამასთან, პოლონეთში TSQ Investment Group-სა და Hellobit-თან დაკავშირებული საქმიანობის გამო სისხლის სამართლის გამოძიებაც მიმდინარეობდა. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ორგანიზებული ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაზე იყო საუბარი.
TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში დაწყებული გამოძიება გრძელდება. საქმეზე დამატებითი დეტალები და შესაძლო სამართალდარღვევის კონკრეტული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს.
მსგავსი სიახლეები
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს - დაკავებულია არასრულწლოვანი
პენიტენციური სამსახური – თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, 3 წელს ციხეში მოიხდის - ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას
პოლიციამ მესტიაში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი გამოკითხვის შემდეგ - დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილა
ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს