პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს
პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარშვილს, რომელიც მუქარისთვის არის ბრალდებული, იარაღის ნაწილში, სსკ-ის 236-ე მუხლით ბრალი დაუმძიმდეს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ თამაზ ელიზბარაშვილს რეალურად ჰქონდა იარაღი, რატომ არ არის მის მიმართ ამ მხრივ ბრალი წარდგენილი, პროკურორი პასუხობს, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ცეცხლსასროლი იარაღი არ გვიხსენებია. გაცხადებული პოზიციაა, რომ ის დემონსტრაციულად შეიარაღებული დაბრუნდა უკან, რესტორნის ტერიტორიაზე. მოცემულ ეტაპზე, შეკრებილი მტკიცებულებებით გამოიკვეთა სსკ-ის 151-ე მუხლით [მუქარა] გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ნიშნები, შესაბამისად, ბრალდებულს სწორედ ამ მუხლით წარედგინა ბრალი. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეში ამოღებულია რიგი მტკიცებულებები, როდესაც იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამოკვეთს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მოხდება ბრალდების დაზუსტდება". განაცხადა პროკურორმა.
ამის შემდგომ, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, პროკურორი პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.
„არაფერს გამოვრიცხავ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების მხრივ. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად. რეალური მუქარა დაიწყო რესტორანში, შემდგომ გაგრძელდა რესტორანში ბრალდებულის დაბრუნებით. მეორე დღეს ბრალდებული კვლავ მიდის იმავე რესტორანში, სადაც მუქარის ფაქტი განხორციელდა, ეძებს დაზარალებულებს და წინა დღეს სიტყვიერ კონფლიქტში მონაწილე პირებს და შემდგომ უკვე, სოციალურ ქსელში გაცხადებული სტატუსებით გარკვეულ დროს აძლევს ბოდიშის მოსახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგინება და იმუქრება კვლავ დაზარალებულების წინააღმდეგ",- განაცხადა გოგა კაკოჩაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდ
მსგავსი სიახლეები
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს - დაკავებულია არასრულწლოვანი
პენიტენციური სამსახური – თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, 3 წელს ციხეში მოიხდის - ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას
პოლიციამ მესტიაში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი გამოკითხვის შემდეგ - დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილა
ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს