თამარ იოსელიანი - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, აკვატორიაში უკვე შემოსულია ორი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომლებიც აღრმავებენ როგორც აკვატორიას, ასევე მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა, როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში Tristao Da Cunha-ს შემდეგ ოპერირებას მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შეუდგა.
მსგავსი სიახლეები
"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრიდან
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრიდან
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ირაკლი კობახიძე – ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა SIAL Guangzhou-ზე პირველად არის წარმოდგენილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება-შპს ბლექ სი პეტროლიუმი
თამარ იოსელიანი - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრიდან
თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ივანე აბაშიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება - სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი ჩაერთო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი სექტემბრიდან
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აგვისტოდან
თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს