"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკანდახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ამჟამინდელი მდგომარეობა და მოცემულია პროგნოზი - მოხდება თუ არა საომარი მოქმედებების ესკალაცია და თუ მოხდება, რა მიმართულებით და როგორი ფორმებით.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 

ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ, 29 აგვისტოს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მტაცებელი ვეშაპები [ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში] თეთრი პოლარული დათვებით იკვებებიანო, რაც, მისი აზრით, სრულიად ბუნებრივია და ცხოველთა სამყაროს ახასიათებს. „მოზარდებმა და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და რატომ დავიწყეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - თქვა პრეზიდენტმა.

 

ვლადიმერ პუტინის ნათქვამი სიცრუეა: დღემდე არ არსებობს მტაცებელი ვეშაპის მიერ თეთრი დათვის შეჭმის არცერთი შემთხვევა, მაგრამ პრეზიდენტმა თავისი განცხადებით ერთი ჭეშმარიტება დაადასტურა - მას მტაცებლური  მსოფლმხედველობა აქვს. ბოლო დროს ნატოს წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან რუსეთის ლიდერის აზრების მიმართულებით. კრემლის არმია რამდენიმე წელია პრაქტიკულად ჩიხშია შესული, ერთ ადგილს ტკეპმნს და ყოველთვიურად ათასობით ჯარისკაცს კარგავს მოკლულებისა და დაჭრილების სახით. ომი ფაქტიურად რაკეტებისა და დრონების დაპირისპირების არეალად გადაიქცა, რომლებიც ორივე მხარეს მნიშვნელოვანს ზიანს აყენებენ. მაგრამ ვლადიმერ პუტინი უკანდახევისა და დათმობების არავითარ სიმპტომებს არ ამჟღავნებს. საფრთხე იმაშია, რომ ვაითუ მან ჩიხიდან გამოსვლა რაიმე მეთოდით მოისურვოს, ვთქვათ, მორიგი ესკალაციის საბაბი იპოვოს, როგორც ამას ადრე აკეთებდა ხოლმე.

 

დასავლურ სპეცსამსახურებს სულ უფრო მეტად უძლიერდებათ შეშფოთება რუსეთის შემდგომი ნაბიჯების მიმართ. ამის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ამასწინანდელი „მოულოდნელი“ ვიზიტი მოსკოვში; ფინეთის თხოვნა შვედეთისადმი დაეხმაროს რუსეთთან საზღვრის გამაგრების საკითხში; რუმინეთში მომხდარი ინციდენტი, როცა რუსული დრონი საზღვაო პლატფორმასთან ახლოს ჩამოვარდა; გერმანიაში დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობა - სავარაუდოდ, რუსეთის მიერ  და ა.შ.

 

თვითონ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ხნის დუმილი დაარღვია უკრაინული დრონების წარმატებასთან დაკავშირებით (რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და „ვაილდბერიზის“ მსგავსი ლოჯისტიკური ცენტრების პარალიზების საკითხებში) და 22 აგვისტოს განცხადებაში უკრაინა დაადანაშაულა, რომ კიევმა თავისი მოქმედებით „პანდორას ყუთი“ გახსნა და ამიერიდან რუსეთი მკაცრ საპასუხო ზომებს მიიღებს. მან უარი თქვა სამშვიდობო მოლაპარაკების ნებისმიერ იდეაზე და თავის პოლიტიკურ პარტიას „ედენნაია როსიას“ („ერთიან რუსეთს“) აღუთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია [გამარჯვებამდე] გაგრძელდება - „მხოლოდ წინ“.

 

როგორც „ეკონომისტს“ კრემლთან ახლოს მდგომმა წყაროებმა უთხრეს, ზაფხულის თვეების შედეგების განხილვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, ოფიციალურად აირჩია ესკლაციის გზა. რუსულ საზოგადოებაში აშკარად იგრძნობა ომის მიმართ თმენის პოტენციალის შესუსტება. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვა მოწმობს, რომ რუსების 57% სიტუაციას „დაძაბულად“ აფასებს და უარყოფითად არის განწყობილი დაღუპულთა რაოდენობის ზრდის, სამომავლო მობილიზაციისა და ომში გამარჯვების სავარაუდო უპერსპექტივობის გამო.

 

თვით რუსულ ელიტაშიც განწყობა კიდევ უფრო პესიმისტურია: ინსაიდერები სულ უფრო მეტად თანხმდებიან იმ აზრში, რომ თითქმის ხუთწლიანი ომი ჩაიშალა: უქმად დაიხარჯა დიდი დრო და უზარმაზარი რესურსები ისე, რომ რუსული სარდლობაში არავინ არ იცის, თუ როგორი იქნება კონფლიქტის დასასრული და შედეგები. თუმცა დანაშაულებრივი ლოგიკა, რომლითაც პუტინის რეჟიმი ხელმძღვანელობს, მას კარნახობს, რომ სისუსტე არასოდეს არ უნდა გამოავლინოს.

 

უუნარობა მინიმალური მიზნის, ანუ დონბასის მთლიანად დაპყრობის მისაღწევად შეიძლება ვლადიმერ პუტინს მისი სიცოცხლის საფრთხით შემოუბრუნდეს. „[თუ ომში ვერ გავიმარჯვებ], ჩამომკიდებენ“, - ხმები დადის, რომ ასე უთქვამს პრეზიდენტს თავისი მეგობრებისათვის ომის დაწყების შემდეგ.

 

მართალია, მოახლოებული ესკალაციის ზუსტი მასშტაბები გაურკვეველი რჩება, მაგრამ სავარაუდოდ, რუსეთი, დიდი ალბათობით, გააძლიერებს ჰიბრიდულო ომს და დივერსიულ ოპერაციებს, რომლის სამიზნე უკრაინის ევროპული მარშრუტები გახდება. როგორც რუსული წყაროები კონფიდენციალურად იტყობინებიან, ვლადიმერ პუტინი მზად არის ბრძოლის ველზე დამატებით 300 ათასიდან 400 ათასამდე ჯარისკაცი გამოიყვანოს.

 

მოსალოდნელია, რომ მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების ნაცვლად, კრემლი დააძალებს რეგიონულ მთავრობებს, რომ მათ თავიანთი რესურსებით შეავსონ რუსეთის არმიის რიგები. საბოლოო ჯამში, ესკალაციისათვის მიღებული ზომები იქნება რეჟიმის დრევანდელი სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირება, თუნდაც ქვეყანას სამომავლო არასტაბილურობას უქადდეს.

 

რუსეთში სულ უფრო ღრმავდება საკადრო კრიზისიც: დასავლეთის სადაზვევრო ორგანოების მონაცემებით, მოსკოვი ყოველთვიურად კარგავს დაახლოებით 5 ათასი სამხედრო მოსამსახურით მეტს, ვიდრე ჯარში გაწვევა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ფრონტის ხაზზე 1000-მდე ახალწვეული იგზავნება, კრემლს ცოცხალი ძალის დანაკარგების გადაფარვა არ შეუძლია, რაც რუსეთის ჯარებს იძულებულს ხდის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების მიმართ სარაკეტო შეტევები გააძლიეროს.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით  უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny