თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თამარ იოსელიანი განმარტავს, პროექტი გეგმის მიხედვით ვითარდება და სამუშაოების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შემოსულია მეორე ფსკერდამღრმავებელი გემი, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფსკერის დაღრმავებაზე, ასევე ტალღმჭრელის მშენებლობაზე. ზოგადად, უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რადგან ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო დიდი ზომის გემები, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და, შესაბამისად, გავხადოთ ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი - Al-Idrisi შემოვიდა. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.
მსგავსი სიახლეები
"ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფინანსთა მინისტრი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 სექტემბრიდან
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს ამკაცრებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 სექტემბრიდან
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ირაკლი კობახიძე – ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა SIAL Guangzhou-ზე პირველად არის წარმოდგენილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება-შპს ბლექ სი პეტროლიუმი
თამარ იოსელიანი - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრიდან
თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ივანე აბაშიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება გრძელდება - სამუშაოებში მეორე სპეციალური გემი ჩაერთო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი სექტემბრიდან
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აგვისტოდან
თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს