"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია" (ავტორი - ჯონათან ბილი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის ლიდერის დასავლეთისადმი დამოკიდებულება, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის ფონზე.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დასავლელი ჩინოვნიკების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სულ უფრო მეტი მტრული რიტორიკით მიმართავს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინის სხვა მოკავშირეებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს ნატოსთან პირდაპირი კონფრონტაცია სურს. პირიქით, ვლადიმერ პუტინს სულაც არ უნდა „ცხელი დაპირისპირება“ ჰქონდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.
დასავლური მასმედიის ზოგიერთ ბოლოდროინდელ პუბლიკაციაში გატარებული იყო ისეთი აზრი, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში გამიზნული იყო იმისთვის, რომ კრემლი გაეფრთხილებინა - ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა რუსეთისათვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებაო. მაგრამ როგორც დასავლელი მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, მათ არ სჯერათ, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირ სამხედრო შეტაკებას ესწრაფვის. მათი თქმით, კრემლის ბოლო განცხადებებში, რომ რუსეთის არმიის სამომავლო სამიზნე შეიძლება დიდი ბრიტანეთის ჯარები გახდეს ან დარტყმები სამხედრო ქარხნებზე განხორციელდესო, „არაფერი ახალი არ არის“: ისინი სავსებით შეესაბამებიან რუსულ სამხედრო დოქტრინას, რომელიც დასავლეთზე ზეწოლას გულისხმობს.
ანონიმი მაღალჩინოსნების აზრით, ვლადიმერ პუტინის მტრული რიტორიკა განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტზე გავლენას ახდენს მისი გარემოცვა კრემლში - იმის გამო, რომ ომი სულ უფრო ძვირი ხდება, არმია წინ ნელა მიდის, ამ დროს კი უკრაინის შორსმოქმედი დრონები სულ უფრო მეტ მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ რუსეთის ღრმა ზურგში განლაგებულ ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს.
ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს თავის „ჰიბრიდულ აქტიურობას“ და არ გადავა უკრაინისა და ალიანსის ქვეყნების წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო მოქმედებებზე, ისარგებლებს ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა კიბერთავდასხმები, დივერსიები და ტერაქტებიც (მკვლელობებიც) კი. ეს ყველაფერი მიმართული იქნება დასავლეთის მტკიცე ნების შესასუსტებლად, რომელიც უკრაინისადმი დახმარებაში გამოიხატება.
როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ამ მხრივ ნატოელი მოკავშირეები მშვიდად უნდა იყონ - კრემლი მათთან ომს არ დაიწყებს, მაგრამ სიმშვიდე თავდაჯერებულებად არ უნდა გადაიქცეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე მიანიშნა მოსკოვს, რომ კრემლის მუქარების მიუხედავად, ლონდონი მაინც გააგრძელებს კიევისადმი მხარდაჭერას.
მაღალჩინოსნების თქმით, მიმდინარე წელს „ომის ესკალაცია“ უკვე მოხდა: რუსეთიც და უკრაინაც ბევრად უფრო მეტ დარტყმებს აყენებენ ერთმანეთს. „ვლადიმერ პუტინს, რუსულ საზოგადოებაში გაჩენილი გარკვეული უკმაყოფილების ნიშნების მიუხედავად, თავისი მიზნები და განზრახვები არ შეუცვლია. ბენზინის დეფიციტი, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს უკრაინასთან ომის მხარდაჭერაზე, მაგრამ მზარდი პოლიტიკური ზეწოლა ისეთი დონის არ არის, რომ ხელისუფლებისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
მართალია, რუსეთის არმია დონბასში მეტ-ნაკლებად წინ მიდის, მაგრამ წინსვლა ნელა ხორციელდება და ცოცხალი ძალის დიდ მსხვერპლთან არის დაკავშირებული. როგორც დასავლელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, დანაკარგები უკვე ბევრად აღემატება რუსეთის არმიის ახალწვეულებით შევსების ტემპებს. იმის ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინი ახალ საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს, მაღალჩინოსნები ჯერ-ჯერობით ვერ ხედავენ.
ამასთან, დასავლელმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. კიევი დასავლეთს სულ უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიცემას თხოვს, მაგრამ ისეთი საკვანძო იარაღი, როგორიცაა რაკეტა-დამჭერები (P-2 და P-3) ამერიკული წარმოების საზენიტო კომპლექს „პეტრიოტებისათვის“, თვითონ ამერიკას (ირანთან ომის გამო) და ნატოს წევრებს არ ჰყოფნით, ანუ მწვავე დეფიციტს წარმოადგენს.
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინას წინ მძიმე ზამთარი ელოდება.
მსგავსი სიახლეები
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny