"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph

 დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტად პოპულარულები არიან ის პარტიები, რომლებიც რუსეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი, ან მხარს აშკარად კრემლს უჭერენ“, - ნათქვამია ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ევროპაში პუტინის „სასარგებლო იდიოტები“ საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ“ (ავტორი -  დენიელ ჯონსონი). „გერმანიაში, საფრანგეთში და ავსტრიაში პრორუსულმა პოლიტიკოსებმა შეიძლება ხელისუფლება არამარტო რეგიონებში, არამედ საერთოეროვნულ დონეზეც მოიპოვონ. მათ განზრახული აქვთ რუსეთს სანქციები მოუხსნან და კრემლთან კავშირები აღადგინონ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 

 

ევროპის ქვეყნების პოპულისტურ პარტიებს, განსაკუთრებით გერმანიაში, საფრანგეთში და ავსტრიაში, ძველებურად ერთი ბნელი მხარე აქვთ: ისინი საეჭვოდ გამოხატავენ სიმპათიებს კრემლის მიმართ. ცხადია, ამას თავისი მიზეზი აქვს: არსებობს „პატარა საიდუმლო“ - რუსოფილია (რუსებისადმი სიყვარული). უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის მიუხედავად, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ჯარები აწარმოებენ, ევროპის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განზრახული აქვთ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები გააუქმონ და მოსკოვთან ძველ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ.

 

გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის გარდა, არიან ქვეყნები, სადაც კრემლის გავლენა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ იქაც შეიძლება პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა საკმაო წარმატებას მიაღწიონ და სასწორი უკრაინის საწინააღმდეგოდ გადახარონ.

მომავალ თვეში რუსეთთან კავშირების აღდგენა ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, როცა გერმანელები 6 სექტემბერს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად მივლენ.

 

ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AFD) რეგიონულ არჩევნებში ხმების 40%-ის მისაღებად ემზადება, რითაც დღემდე დომინირებად ქრისტიან-დემოკრატებს (CDU) დაამარცხებს და ფედერალურ კანცლერს ფრიდრიხ მერცს საერთოეროვნულ დონეზე უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დააყენებს.

 

AFD-ის საარჩევნო პროგრამის ძირითად ნაწილად ითვლება რუსული ენის სწავლებისა და მოსწავლე-სტუდენტების გაცვლის პროგრამების აღდგენა გერმანიის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. რუსული ენის გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარება სავალდებულო იყო ცივი ომის დროს, როცა აღმოსავლეთ გერმანიაში (ანუ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში) საბჭოთა ჯარები იდგნენ და კომუნისტური რეჟიმი იყო გაბატონებული. იქაური მოსახლეობის უფროს თაობაში Ostalgie („ნოსტალგია აღმოსავლეთზე“) და მოგონებები იაფფასიან რუსულ გაზზე ჯერ კიდევ ცოცხლობს. ისინი თვლიან, რომ თავს უფრო მშვიდად გრძნობენ რუსეთთან ერთად, ვიდრე დასავლეთთან. ასეთი განწყობა განსაკუთრებით ახლა ძლიერდება, როცა გერმანიაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნები ჩანს.

 

პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ თავის ძირითად საარჩევნო პლატფორმასთან - „რემიგრაციასთან“ (მიგრანტების, ლტოლვილებისა და მათი შთამომავლების რეპატრიაცია) ერთად, შეცდომად თვლის რუსეთთან სავაჭრო და კულტურული კავშირების გაწყვეტას უკრაინაში შეჭრის შემდეგ. პარტიის მტკიცებით, „ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკა - უკრაინისათვის პოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევა - გერმანიის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება“.

 

მემარჯვენე პოპულისტების ესოდენ პრორუსული კურსი პოლიტიკურ სპექტრში პოზიტიურ გამოხმაურებას იწვევს: პარტია Die Linke („მემარცხენეები“, ყოფილი კომუნისტების მემკვიდრეები) და „სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე პოპულისტური პარტია“ (BSW) ასევე დაინტერესებულნი არიან მოსკოვთან ურთიერთობით.

 

ერთობლიობაში უკიდურეს მემარჯვენეებს და მემარცხენეებს ამომრჩეველთა ხმების 17%-ის მოპოვება შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქსონია-ანჰალტის მხარეში მოქმედი პრორუსული პარტიები მოსახლეობის  ნახევარზე მეტის ინტერესებს წარმოადგენენ. ეს ტენდენცია მთელ ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილ გდრ-ში) შეიმჩნევა.

 

ეს კიდევ არაფერი: პოპულისტ რუსოფილებს მთელი ფედერაციული რესპუბლიკის მასშტაბითაც უპირატესობა აქვთ. იმ დროს, როცა აღმოსავლეთში AFD („ალტერნატივა“) CDU-ს („ქრისტიან-დემოკრატებს“) საშუალოდ 20%-ით წინ უსწრებს, დასავლეთ რეგიონებში - საშუალოდ 4%-ით.

 

დღეს რომ მთლიანად გერმანიაში არჩევნები ჩატარდეს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ 630-ადგილიან ბუნდესტაგში 200-ზე მეტ ადგილს მიიღებდა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უდიდესი პარტია იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დეპუტატთა უმრავლესობა არ ეყოლებოდა, პარლამენტში მესამე ადგილის მოპოვება დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით, გერმანული ნაციონალიზმის უთუოდ დიდი გარღვევა იქნებოდა 1945 წლის შემდეგ.

 

ვლადიმერ პუტინი, რომელიც საბჭოთა „კაგებეს“ ოფიცრად მუშაობდა საქსონიაში (გდრ-ის არსებობის დროს, როცა ბერლინის კედელი დაეცა), პარტია AFD-ის სავარაუდო წარმატება ტკბილი სიზმრის ახდენის ტოლფასი იქნება „თავის ძველ სამშობლოში“.

 

ცხადია, გერმანიაში ფედერალურ არჩევნებამდე - 2029 წლამდე - შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ საფრანგეთში არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი: იქ მომავალი წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. საფრანგეთშიც  ყველა ნიშანი მოწმობს, რომ პოპულისტები წარმატებას მიაღწევენ, ანუ არ არის გამორიცხული პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის  წარმატება.

 

ცხადია, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინისათვის კარგი სიმპტომებია. როცა 2022 წელს მარინ ლეპენი ემანუელ მაკრონს არჩევნებში დაუპირისპირდა, მეტოქემ იგი დაადანაშაულა - „თქვენ ვლადიმერ პუტინს ჯიბის პოლიტიკოსი ხართ“. „თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ევროპელი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აღიარა“, - დაამუნათა მაკრონმა მადამ ლეპენი ტელედებატებში და მაყურებლების წინაშე „შეარცხვინა“: „თქვენმა პარტიამ 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით მსხვილი კრედიტი აიღო იმ ბანკისაგან, რომელიც კრემლთან ახლოს დგას“.

 

2022 წლიდან მადამ ლეპენს არაფერი არ უთქვამს და არაფერი არ გაუკეთებია ისეთი, რომელიც მისი პრორუსული შეხედულებიდან უკანდახევას და რუსოფილობის უარყოფას ნიშნავს. პირიქით, „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატის პლატფორმა არის პროპაგანდა იმისა, რომ მოსკოვთან პრივილეგირებული პარტნიორობა საფრანგეთისთვის მომგებიანია. მარინ ლეპენის აზრით, ანტირუსული სანქციები უნდა გაუქმდეს და ევროკავშირის (ნატოს) ქვეყნებში რუსეთის „დემონიზაციის“ პროცესი უნდა შეჩერდეს.

 

 

საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი მარინ ლეპენი, დიდი ალბათობით, შეუერთდება სხვა პრორუსულად განწყობილ პოპულისტებს, მათში ყველაზე გავლენიანის - დონალდ ტრამპის ჩათვლით, „საერთო საქმეში წვლილის შესატანად“. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ღრმად აქვს გადგმული ფესვები ანტიამერიკანიზმს, მადამ ლეპენი, ალბათ, შეეცდება საერთო ენა გამონახოს აშშ-ის პრეზიდენტთან და მხარს დაუჭერს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას, მოსკოვისათვის მომგებიანი პირობებით.

 

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ლეპენის სავარაუდო პრეზიდენტობის დროს საფრანგეთის მხარდაჭერის დაკარგვა ომის მსვლელობაში ბევრს ვერაფერს შეცვლის: ემანუელ მაკრონი უკრაინას ბევრად მცირე დახმარებას უწევს, ვიდრე გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

 

მესამე დასავლეთევროპული ქვეყანა, რომელშიც რუსოფილური პოპულისტები დიდი გავლენით სარგებლობენ, ავსტრია გახლავთ, სადაც ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ (FPÖ), ჰერბერტ კიკლის ლიდერობით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე დიდი საპარლამენტო ბლოკი აქვს დაკავებული. ამის მიუხედავად, მასთან კოალიციაში შესვლას სხვა პარტიები უარს აცხადებენ - ალბათ იმიტომ, რომ „თავისუფლების პარტიას“ კრემლთან ყველაზე ახლო კავშირები აქვს. ბევრს ახსოვს ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, „თავისუფლების პარტიის“ წევრი, რომელიც რუსეთისადმი სიყვარულში ისე ღრმად შევიდა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის ქორწილში მიიწვია 2018 წელს. მოგვიანებით კი ფრაუ კარინი ავსტრიიდან რუსეთში წავიდა და სანქტ-პეტერბურგში დასახლდა.

მას შემდეგ, რაც პარტიამ 10 წლის წინათ რუსეთთან „მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა, ის მუდმივად სკანდალებშია გახვეული - კრემლის ოლიგარქებთან ფინანსური კავშირების ბრალდებების გამო, მაგრამ FPÖ-ს ამომრჩევლებისათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს: რუსოფილია მათი კომფორტის ზონას წარმოადგენს.

 

 

როგორ არის საქმე ბრიტანეთის „პატრიოტულ პარტიებთან“ მიმართებით? 2014 წელს ნაიჯელ ფარაჯმა („გაერთიანებული სამეფოს რეფორმის პარტიის“ - Reform UK - ლიდერმა), როგორც ცნობილია, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი „მსოფლიოს ლიდერია“ და რომ იგი „აღფრთოვანებულია რუსეთის პრეზიდენტის ოპერატორობის ნიჭით“. გარდა ამისა, მან ნატოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით „დათვის ჯოხით შეშინებას“ შეადარა.

 

ბოლოს დროს ნაიჯელ ფარაჯმა თავისი პრორუსული რიტორიკა შესამჩნევად შეარბილა. გასათვალისწინებელია, ალბათ, ის მომენტი, რომ მის თანამებრძოლს, პარტიის რეგიონულ ლიდერს უელსში ნათან ჰილს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა - იგი ქრთამს იღებდა პრორუსული განცხადებების გასაკეთებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ნაიჯელ ფარაჯსა და ნათან ჰილის მექრთამეობას შორის, ამ საქმემ მისი თანამოაზრეების პრორუსული სიმპათიები გამოაშკარავა. გავიხსენოთ, რომ „რეფორმისტებმა“ ესექსში, ნორფოლკსა და საფოლკში, სადაც ისინი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობას ფლობენ, უკრაინის დროშები მოხსნეს, რომლებიც 2022 წლის შემდეგ იყო გამოკიდული.

 

შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ თუ ნაიჯელ ფარაჯი ოდესმე დაუნინგ-სტიტზე „დასახლდება’ (ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება), ბრიტანეთი აღარ იქნება დასავლეთის უპირველესი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მხარს ყველაზე მეტად უჭერს, როგორც ეს ადრე, ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს ხდებოდა. რეფორმისტების მთავრობას შეიძლებოდა კრემლისგან სიმპათიები დაემსახურებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეფე, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, უფრო ტახტს დათმობს, ვიდრე ვლადიმერ პუტინის [ბრიტანეთში] ვიზიტს შეურიგდება.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით  უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny