"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny
ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové Noviny) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის" (ავტორი - მილოშ ბალაბანი). პუბლიკაციაში განხილულია შექმნილი სიტუაცია „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისათვის საჭირო P-2 და P-3 რაკეტებთან დაკავშირებით - მათი რაოდენობა იწურება როგორც აშშ-ში, ასევე უკრაინაშიც. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რაკეტები სწრაფად იხარჯება, მათ დამზადებას კი წლები ჭირდება.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ომმა, რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება, ძალიან დააზარალა აშშ - მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და მისი სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდა. ამას წინათ ვაშინგტონში არსებულმა საერთაშორისო-სტრატეგიული კვლევების ცენტრმა (CSIS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, აშშ-ის არმიამ „პეტრიოტის“ რაკეტების მარაგების თითქმის ნახევარი დახარჯა ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად.
რეზერვის შემცირების გეოპოლიტიკური შედეგები ძალიან საგრძნობია. ამერიკელებმა მთლიანად შეწყვიტეს „პეტრიოტის“ რაკეტების (P-2 და P-3) მიწოდება უკრაინისათვის, რომელიც დაუცველი დარჩა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გაძლიერებული შეტევების წინაშე, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ომის მიმდინარეობაზე. განსაკუთრებით იმ დროს, თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება - რუსული „ისკანდერებისათვის“ უკრაინის ენერგოობიექტები იოლი გასანადგურებელი გახდება. მართალია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 აგვისტოს კიევში ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული რაკეტების გარკვეული რაოდენობა უკვე შეგროვებულია ევროპის ქვეყნებში, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის.
აშშ-ის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ახლა თავს იმტვრევენ ორ მნიშვნელოვან საკითხზე: რამდენი დრო დაჭირდება აშშ-ის სარაკეტო არსენალების აღდგენას და რამდენად მოახდენს ამჟამინდელი დეფიციტი თავის ნეგატიურ გავლენას აშშ-სადმი ნდობაზე, როგორც საიმედო პარტნიორზე, გრძელვადიან პერსპექტივაში.
CSIS-ის კვლევის თანახმად, „პეტრიოტის“ რაკეტების არსენალის ომამდელი დონის მიღწევა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მხოლოდ 2029 წლისთვის მოხდება. თანაც მხოლოდ იმ პირობებში, თუ კონგრესი მოიწონებს და დაეთანხმება დონალდ ტრამპის კოლოსალურ სამხედრო ბიუჯეტს ტრილიონნახევარი დოლარის ოდენობით (ამჟამინდელთან შედარებით ხარჯები ზრდა 50%-ს შეადგენს), რაც ნაკლებად სავარაუდოა.
ცნობისათვის: „პეტრიოტის“ ერთი რაკეტის - P-3 მოდელის - დასამზადებლად, კომპანია „ლოქჰიდ მარტინის“ სტანდარტებით, საშუალოდ საჭიროა 24 თვიანი ტექნოლოგიური ციკლი (შეკვეთა-აწყობა-მიღება). ასეთი ხანგრძლივი დრო განპირობებულია იმით, რომ რაკეტა ურთულესია და მრავალი ელექტრონული კომპონენტისგან შედგება. ერთი რაკეტის აწყობაში თითქმის 400 კომპანიაა ჩართული. დღეისათვის რაკეტების დამზადება-აწყობა „ლოქჰიდ მარტინის“ რამდენიმე ქარხანაში ხდება (მათ შორის, იაპონიაშიც). საერთო ჯამში, წელიწადში 600-მდე რაკეტა იწყობა.
„ლოქჰიდ მარტინმა“ ამას წინათ განაცხადა, რომ ვერცერთ საზღვარგარეთელ შემკვეთს ვერ მისცემს გარანტიას რაკეტების დროულად მიწოდებაზე, რადგან პენტაგონს ყოველ მომენტში შეუძლია კორექტივების შეტანა - აშშ-ის საჭიროების კვალობაზე. მაგალითად, შვეიცარია უკვე შეურიგდა ბედს, რომ შარშან შეკვეთილი რაკეტების მიღებას 7 წელი უნდა ელოდოს. ტაივანი შიშობს, რომ წელსაც ვერ მიიღებს 102 რაკეტას, რომელიც 6 წლის წინ შეუკვეთა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, ანუ სანამ ირანის წინააღმდეგ აშშ ომს დაიწყებდა, ვაშინგტონის კონსერვატიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კომპიუტერში აშშ-ის ომის მოდელირება განახორციელა ჩინეთის წინააღმდეგ. შედეგი? ცენტრმა პენტაგონს აცნობა, რომ აშშ უკვე რამდენიმე დღეში დადგება „პეტრიოტის“ რაკეტების დეფიციტის წინაშე.
ასე რომ, პენტაგონს მოუწევს დაფიქრება - როცა რაკეტები ირანთან ანუ საშუალო მოწინააღმდეგესთან ომში გამოელია, როგორი სიტუაციაში ჩავარდება ჩინეთთან სავარაუდო ომის დროს.
მსგავსი სიახლეები
"ნაცნობი ტაქტიკა შავ ზღვაზე: რა სურს უკრაინას? - თურქეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მონტრეს კონვენცია გამოიყენოს"
"8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?"-Berliner Zeitung
"თუ ირანთან ომის ავიადარტყმებით მოგება შეუძლებელია, მაშინ რა ვარიანტი გვრჩება?"-The Jerusalem Post
"დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა"-Financial Times
"ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს"-The Guardian
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times
"გერმანია მთვარეულივით უფკრულისაკენ მიდის"-The Daily Telegraph
"პუტინი სომხეთისაგან რეფერენდუმს ითხოვს ევროკავშირთან მიმართებით. ფაშინიანი უარზეა. რა იქნება შემდეგ?"-BBC
"კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს: მისი უარი უკან დახევაზე რუსეთის ბანდიტურ-განგსტერულ პოლიტიკას უკავშირდება"-The Economist
"პუტინს სიმართლე პირში უთხრეს:"გამოდი უკრაინიდან, რომ თავი გადაირჩინო", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტია გაკრიტიკებული"-The Independent
ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი "დიდი კოალიციის" შექმნას სთავაზობენ - POLITICO
"პარიზის მერი - აშშ-ის პრეზიდენტს: "თქვენ ვერაფერს ვერ გვასწავლით, გაკვეთილები სხვას ჩაუტარეთ"- რატომ განაწყენდა ემანუელ გრეგუარი დონალდ ტრამპის ნათქვამზე, რომ "პარიზში შარიათი ცხოვრების წესად იქცა"-Le Figaro
"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph
"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC
"უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა"-The Guardian
"ევროპაში პუტინის "სასარგებლო იდიოტები" საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლიდერობენ"-The Daily Telegraph
კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times
Welt Stimme: საქართველო და უზბეკეთი შუა დერეფნით რუსულ სატრანსპორტო გზებზე დამოკიდებულებას ამცირებენ
"უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს"-The Economist
"რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის"-Lidové Noviny