აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს - გიორგი ფხაკაძე

 

ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები... გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ხო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ- ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს ისაუბრა.

გიორგი ფხაკაძე ქართულ ოპოზიციას არაპროფესიონალიზმში, სტრატეგიული ხედვის ნაკლებობასა და იაფფასიან პოპულიზმში სდებს ბრალს.

ფხაკაძის თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია კონკრეტული, გაწერილი სტრატეგია და მისი შეფასებით, მხოლოდ მოკლევადიან „ფეისბუქ-ლაიქებზეა" ორიენტირებული. ამის მაგალითად მან მოიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება ფეისბუქზე 25 მილიონი ნახვის შესახებ და ფხაკაძემ დასძინა, რომ მის სააგენტოებსა და გვერდებს ყოველთვიურად 30 მილიონამდე ნახვა აქვთ ყოველგვარი რეკლამისა თუ ბოტების გარეშე და ეს არაფერს ნიშნავს. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს, თავად ვერ იტანს განსხვავებულ აზრსა და კრიტიკას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობის შეტანის საკითხზე, ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რეგიონებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ვაჭრობის გაძლიერებას მიესალმება.

"ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის ის, რომ როცა შენ ხელისუფლებაში ხარ ბევრ რაღაცას ფიზიკურად ვერ ხედავ ბევრი მიზეზების გამო და ოპოზიციის საქმე არის, რომ უჩიჩხინოს, რომ აი აქ შეგიშალა და არა მარტო შეგეშალა, შეგეშალა, როგორც კოღოსავით იკბინებოდე, არამედ უნდა შესთავაზო ალტერნატივა. ჩვენი ოპოზიცია მარტო ყვირის, წივის. თქვენ გინახავთ ერთი გაწერილი გეგმა? არა ChatGPT-ის მიერ ორგვერდიანი... კონკრეტული გეგმა, თავისი ბიუჯეტით, თავისი ადამიანური რესურსებით, თავისი სტრატეგიული ხედვებით, რომ მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა 15 წელიწადში. გინახავთ? მე არა. ჩვენ რომ არ გვყავს ოპოზიცია მთავრობა ხედავს, რომ არა ჰყავს ოპონენტი, ფიზიკურად არა ჰყავს, რაც ძალიან ცუდი არის. სახელმწიფოს მმართველს უნდა ჰყავდეს ოპონენტი და ამ ოპონენტს პატივსაც უნდა სცემდეს, მაგრამ როგორ შეიძლება შენ პატივს სცემდე "ტიპებს", რომლებსაც აინტერესებთ, რომ ერთდღიან ფეისბუქ პოსტებზე დააგროვონ ლაიქები? ერთ-ერთი ოპოზიციური წევრი, ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი, 25 მილიონი ნახვა მყავს თვეში ყოველთვიურადო... რა ვიცი, 25 მილიონი სტაბილურად არის ჩემს ფეისბუქზე, როცა არაფერს ვწერ, არის 5 მილიონი, და როცა ავტეხავ და რაღაცეებს დავწერ, 15-მდე ადის. პლუს კიდევ ჩემი სააგენტოები რომ მაქვს ზოგჯერ 30 მილიონამდე ავდივარ თვეში სტაბილურად.

ყველანაირი რეკლამის, ყველანაირი ჩატბოტების გარეშე და ყველანაირი პარტიული აქტივის "კლიკებით". 30 მილიონი ნახვა ყოველთვიურად გიორგი ფხაკაძეს და მის სააგენტოებს აქვს თვეში და რა მერე? მთელი უბედურება მაგაში არის, რომ ფეისბუქ გვერდების ნახვებზე არიან ტიპები გადასულები, იმის მაგივრად, რომ მართლა შეთავაზონ პროგრესი. გარდა იმისა რომ არაადეკვატურები არიან, უკვე არასერიოზულებიც არიან. ეს არის მთელი უბედურება და ახლა დღეს ატეხეს, აუ დედა, ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთში. აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! ანუ თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, საქართველოს მეორე რეგიონში. მე მაგალითად პირიქით, მივესალმები, რომ ვაჭრობა აფხაზეთთან გაძლიერდეს. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალური ვაჭრობა და კონტაქტები იყოს. კიდევ ერთხელ, არაპროფესიონალიზმი კლავს. ხმას როცა ამოიღებ და კომენტარს იტყვი, ან ვიღაცას საყვედურს ეტყვი, იმ წუთასვე გაგლანძღავენ, რაც არასწორა. ყველაზე უბედურება არის, რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელსაც შენ გააკრიტიკებ, რას ქვია ოპოზიციას აკრიტიკებო, რა ვიცი, თქვენ არ ხართ სიტყვის თავისუფლებაზე და ევროპულ ღირებულებებზე ჩაციკლულები რომ იძახით? როცა თქვენ გაგაკრიტიკებენ ეგ არასწორია, აი ამაში იჭედებით."- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს - გიორგი ფხაკაძე
საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - ზურაბ ქადაგიძე
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. - დავით ქართველიშვილი
კომპანია, რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, განცხადებას ავრცელებს
,,გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება''- გიორგი შარაშიძე
ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ადგილობრივი არჩევნები ფულისა და რესურსების ფლანგვაა, იმ რეგიონებში ტარდება, სადაც "გირჩის" მხარდაჭერა არ არის მაღალი
ირაკლი ჭეიშვილი – გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ
გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. რუსოფობიის გავრცელების მიზანია, დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა
ნინო წილოსანი – წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ენჯოშნიკები“ აპიარებდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დავით მათიკაშვილი – "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ
კობა კობალაძე: "რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის"
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა
გია ვოლსკი – საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი – ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე