საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - ზურაბ ქადაგიძე

 

პარტია "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით: "როდესაც ელემენტარული საწვავის გაგზავნას „რუსეთის დახმარებად" ნათლავენ, ამით თავად აღიარებენ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ და საქართველოს დეოკუპაცია მათთვის მხოლოდ ფუჭი ლოზუნგია" - წერს ქადაგიძე.

დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართული ოპოზიცია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ჰუმანიტარული ნაბიჯის გამო საკუთარი სამშობლოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს. "უსამშობლოთა დივერსია:

1. ისტორიული და მორალური დივერსია ბარამიძის განცხადება, რომ თითქოს ქართველები აფხაზებს ხვრეტდნენ, შემთხვევითი წამოცდენა არ არის, ეს მათი უცვლელი მოღალატეობრივი ხელწერაა. სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს მოღალატეობრივ რეზოლუციას "1633", სადაც ომის დანაშაული საკუთარ ჯარს დააბრალა და დღესაც ზუსტად იმავეს აკეთებენ. როდესაც საკუთარ ხალხს ომის დანაშაულებს აბრალებ, ამით პირდაპირ ამართლებ სეპარატიზმს და ძირს უთხრი შერიგების ყოველგვარ მორალურ საფუძველს.

2. ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟი ქვეყნის გამთლიანება იწყება ადამიანებამდე მისვლით, ნდობის დაბრუნებითა და ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით. აფხაზეთში მცხოვრები ხალხი ჩვენი საზოგადოების ნაწილია. როდესაც ელემენტარული საწვავის გაგზავნას „რუსეთის დახმარებად" ნათლავენ, ამით თავად აღიარებენ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ და საქართველოს დეოკუპაცია მათთვის მხოლოდ ფუჭი ლოზუნგია.

3. საკუთარი ქვეყნის დასანქცირების აბსურდი მსოფლიოში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ სამშობლოზე ჰუმანიტარული ნაბიჯის გამო საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვდეს. ეს მოწოდება - "დაასანქცირეთ საქართველო", მათი საბოლოო ლუსტრაციაა: ისინი მოქმედებენ არა ეროვნული ინტერესით, არამედ გარე დაკვეთით, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დაზიანებაა. მარტივი დასკვნა: ამ უსამშობლოთა ჯგუფს არა შერიგება და ქვეყნის გამთლიანება, არამედ მუდმივი შუღლისა და დაძაბულობის შენარჩუნება სურს. საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული, მშვიდობიანი და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.       

 

 





მსგავსი სიახლეები
აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს - გიორგი ფხაკაძე
საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - ზურაბ ქადაგიძე
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. - დავით ქართველიშვილი
კომპანია, რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, განცხადებას ავრცელებს
,,გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება''- გიორგი შარაშიძე
ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ადგილობრივი არჩევნები ფულისა და რესურსების ფლანგვაა, იმ რეგიონებში ტარდება, სადაც "გირჩის" მხარდაჭერა არ არის მაღალი
ირაკლი ჭეიშვილი – გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ
გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. რუსოფობიის გავრცელების მიზანია, დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა
ნინო წილოსანი – წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ენჯოშნიკები“ აპიარებდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დავით მათიკაშვილი – "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ
კობა კობალაძე: "რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის"
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა
გია ვოლსკი – საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი – ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე