„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო''- ალექსანდარ ვუჩიჩი

 

გერმანულმა გამოცემამ Welt am Sonntag სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან რუსეთ-უკრაინის ომზე და სერბეთის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიზნებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ კოლეგის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა მიაჩნია, რომ პუტინს მთელი დონბასის გაკონტროლება სურს: „ამას შემდეგ, შესაძლოა, ომის დასასრულებლად მზად იყოს". ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთის მეგობრები უწოდა როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს.

„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო. მე აქ სერბებისთვის ვარ. ახლა ზოგიერთი მოღალატეს მიწოდებს იმის გამო, რომ ზელენსკის შევხვდი. თითქოს მასთან შეხვედრის უფლება არ მქონოდა. ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ. საბოლოოდ ჩამოყალიბდით". დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, ჩვენ გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა ვუჩიჩმა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადს კიევისთვის იარაღი პირდაპირ არ მიუწოდებია, ქვეყანა მას დასავლელ პარტნიორებს ჰყიდდა, რის შემდეგაც მიწოდების ნაწილი საბოლოოდ უკრაინაში ხვდებოდა. ამასთან, ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთიდან უკრაინაში იარაღის პირდაპირი მიწოდების საკითხი არ დასმულა. ევროკავშირის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული შეტევების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ საჭიროა მოსკოვის პოზიციის გაგების მცდელობა.

„თქვენ საუბრობთ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ რა გააკეთა ევროპამ რუსეთის მიმართ? შეიარაღა უკრაინა, დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დააფინანსა უკრაინა. რას ნიშნავს ეს რუსული თვალსაზრისით? ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვამტკიცებ. მაგრამ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ორივე მხარეს: ზელენსკისაც და პუტინსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერსად წავალთ", - განაცხადა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, ის ყოველდღე ცდილობს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს, თუმცა „მშვიდობა ომზე უკეთესია". მაგალითად მან 1999 წელს ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვა მოიყვანა, რის შემდეგაც, როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, სერბეთს „ტერიტორიის 14% წაართვეს". „არ შეიძლება იმის თქმა, რომ მაშინ ეს ნორმალური იყო, დღეს კი ეს ფატალური სიგნალია", - თქვა პოლიტიკოსმა. მისი აზრით, მსოფლიო პოლიტიკა დღეს „სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე 5-6 წლის წინ", ხოლო რუსეთმა „გავლენა დაკარგა, მაგალითად, კავკასიაში".

შეკითხვაზე - იქნება თუ არა მშვიდობა ევროპაში 5 წლის შემდეგ, ვუჩიჩმა უპასუხა:

„თუ მკითხავთ, პირადად რისი მჯერა, გეტყვით, რომ დიდი ომის დასაწყისში ვართ. სწორედ ამიტომ მქონდა იმედი, რომ ვინმე უკვე რამეს გააკეთებდა მშვიდობისთვის. ეს არ მოხდა. და უახლოეს მომავალში არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მასშტაბური ომის ზღურბლზე ვდგავართ". ვუჩიჩმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ 5 წლის შემდეგ მსოფლიოში სულ მცირე 2 ზესახელმწიფო იარსებებს - აშშ და ჩინეთი. მათ გვერდით შესაძლოა ევროკავშირიც დადგეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ამოცანას გაუმკლავდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელის ომის დანახარჯებმა ღაზაში 136 მილიარდ დოლარს მიაღწია
რომის პაპი ლეო XIV: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად
ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო''- ალექსანდარ ვუჩიჩი
ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს
ესპანეთის ანკლავში - მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს
მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
აშშ-ში, ინდიანას შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი
ბელგიაში ტყის ხანძარი ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გავრცელდა, ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლა იყო - არიან დაშავებულები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტი აღარ არის
,,ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები''- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის "შორ მანძილზე მოქმედი სანქციები" შეეხო "სავასლეიკის" აეროდრომს, რომელსაც უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისას იყენებენ
"ნიუ იორკ თაიმსი" – სამი ევროპული ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის გეგმას ამზადებს, რადგან შიშობს, რომ აშშ პროცესიდან მათ სრულად გამორიცხვას აპირებს
დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგენეცზე რუსეთის თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 11 ადამიანი
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაბლოკა
ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საჭირო გახდა ტურისტების და ადგილობრივების ევაკუაცია
უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტში ხანძარი გაჩნდა