აშშ-ში, ინდიანას შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, ინდიანას შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი" წერს. დაღუპულებს შორის არის ოთხი წლის ბიჭი ჯენინგსის ოლქიდან. ბავშვი ძლიერი შტორმის დროს, მას შემდეგ დაიღუპა, რაც ხე მის სახლს დაეცა. დეპარტამენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ასევე არიან 19 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი.
როგორც მედია იუწყება, განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ინდიანაპოლისის რაიონში, სადაც საგანგებო სამსახურებმა წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინდიანას გუბერნატორმა, მაიკ ბრაუნმა ამ კვირის დასაწყისში შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრაუნის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელიც შტატისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფას დათანხმდა.
ინდიანაში ელექტროენერგიის გარეშე კვლავ დაახლოებით 150 000 აბონენტი რჩება. ინდიანას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯონათან უითჰემმა განაცხადა, რომ წყალდიდობა უახლოესი 24 საათის განმავლობაში კვლავ სერიოზულ პრობლემად დარჩება.
ამასთან, ინდიანაპოლისის მერმა, ჯო ჰოგსეტმა განაცხადა, რომ ქალაქს მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.
მსგავსი სიახლეები
ისრაელის ომის დანახარჯებმა ღაზაში 136 მილიარდ დოლარს მიაღწია
რომის პაპი ლეო XIV: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად
ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო''- ალექსანდარ ვუჩიჩი
ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს
ესპანეთის ანკლავში - მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს
მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
აშშ-ში, ინდიანას შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი
ბელგიაში ტყის ხანძარი ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გავრცელდა, ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლა იყო - არიან დაშავებულები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტი აღარ არის
,,ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები''- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის "შორ მანძილზე მოქმედი სანქციები" შეეხო "სავასლეიკის" აეროდრომს, რომელსაც უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისას იყენებენ
"ნიუ იორკ თაიმსი" – სამი ევროპული ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის გეგმას ამზადებს, რადგან შიშობს, რომ აშშ პროცესიდან მათ სრულად გამორიცხვას აპირებს
დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგენეცზე რუსეთის თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 11 ადამიანი
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაბლოკა
ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საჭირო გახდა ტურისტების და ადგილობრივების ევაკუაცია
უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტში ხანძარი გაჩნდა