,,გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება''- გიორგი შარაშიძე

 

მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს ტარდება კონკრეტული მუნიციპალიტეტების კონკრეტულ ოლქებში ადგილობრივი მნიშვნელობის არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია ხელისუფლების ცვლილებისთვის, თუნდაც ადგილობრივი საკითხების მნიშვნელობის გადასაწყვეტად, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭო 17 აგვისტოს იმსჯელებს არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და გადაწყვეტილებას 17 აგვისტოს გამოაცხადებს.

„მანადე შემიძლია გითხრათ, ჩვენი მიდგომიდან გამომდინარე, რომ არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტია, დიდი ალბათობით, ამ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა რომელ ოლქებში, რომელი კანდიდატებით და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ორშაბათს პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, განიხილავთ თუ არა თანამშრომლობას „ლელოსთან", როგორც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, გიორგი შარაშიძემ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ ამ მოდელს".

„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები მხოლოდ ოთხ ოლქში ტარდება, რაც რეალურად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთ დეპუტატს ნიშნავს, არ ვიცი, ვნახოთ. პოლიტიკურ საბჭოზე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ დღეს რომ გითხრათ, იგივე ვითარებაა, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იყო, ასე არ არის. თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერია", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართოს.

 

 





მსგავსი სიახლეები
აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს - გიორგი ფხაკაძე
საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - ზურაბ ქადაგიძე
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. - დავით ქართველიშვილი
კომპანია, რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, განცხადებას ავრცელებს
,,გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება''- გიორგი შარაშიძე
ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ადგილობრივი არჩევნები ფულისა და რესურსების ფლანგვაა, იმ რეგიონებში ტარდება, სადაც "გირჩის" მხარდაჭერა არ არის მაღალი
ირაკლი ჭეიშვილი – გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ
გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. რუსოფობიის გავრცელების მიზანია, დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა
ნინო წილოსანი – წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ენჯოშნიკები“ აპიარებდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დავით მათიკაშვილი – "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ
კობა კობალაძე: "რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის"
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა
გია ვოლსკი – საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი – ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე