,,ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები''- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და თურქეთს უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონსა და ანკარას აშშ-ის კონგრესის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა", - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები.

„აშშ-ის კონგრესის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საუბარია შთამბეჭდავ არსენალზე, რომელიც შეტევით საშუალებებსაც მოიცავს. კერძოდ, ნახსენებია 12 სარაკეტო სისტემა და მათთვის განკუთვნილი 2 500-ზე მეტი საბრძოლო მასალა, 47 000 საარტილერიო ჭურვი და 70 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა „ატაკამსი". აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური რაოდენობის მომაკვდინებელი პროდუქციის გადაცემის გარემოებები და პირობები უკიდურესად საკამათოა. ვოლოდიმირ ზელენსკის ხუნტის სულ უფრო ახალი შეიარაღებით მომარაგებას არ შეუძლია, რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის განვითარებაზე, თუმცა ასეთი მიწოდებების შედეგად მრავალმხრივი ზიანი გარდაუვალია. საქმე მხოლოდ მსხვერპლსა და ნგრევას არ ეხება, რომლის მასშტაბის გაზრდასაც კიევის ხელისუფლება ცდილობს, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს ვაშინგტონსა და ანკარასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს", - აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვას განცხადებით, „მშვიდობიანი რიტორიკის გამოყენების მცდელობები და პარალელურად უკრაინელი ნაცისტებისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის ურთიერთნდობას, განსაკუთრებით თურქეთის წარმომადგენლების არაერთგზის დაპირებების გათვალისწინებით, რომ თურქეთი კიევისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას თავს არიდებს".

 

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელის ომის დანახარჯებმა ღაზაში 136 მილიარდ დოლარს მიაღწია
რომის პაპი ლეო XIV: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმუშაოს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღწევად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად
ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო''- ალექსანდარ ვუჩიჩი
ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს
ესპანეთის ანკლავში - მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს
მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
აშშ-ში, ინდიანას შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი
ბელგიაში ტყის ხანძარი ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გავრცელდა, ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლა იყო - არიან დაშავებულები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტი აღარ არის
,,ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები''- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის "შორ მანძილზე მოქმედი სანქციები" შეეხო "სავასლეიკის" აეროდრომს, რომელსაც უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისას იყენებენ
"ნიუ იორკ თაიმსი" – სამი ევროპული ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის გეგმას ამზადებს, რადგან შიშობს, რომ აშშ პროცესიდან მათ სრულად გამორიცხვას აპირებს
დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგენეცზე რუსეთის თავდასხმას ერთი პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 11 ადამიანი
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაბლოკა
ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - საჭირო გახდა ტურისტების და ადგილობრივების ევაკუაცია
უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტში ხანძარი გაჩნდა