ლეღვთახევში ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა" და „ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლები ასრულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო.
უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.
„თბილსერვის ჯგუფის" მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით „თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი – ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს
16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
მარიამობის მარხვაში წასაკითხი სამი ლოცვა
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი International Travel Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა
ლეღვთახევში ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები
იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
თბილისის მერია – იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილების გაწმენდა
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს
თბილისის მერია – უხვი ნალექის გამო, მერიის სამსახურები, რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია - თბილისის მერია
15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა
ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
,,თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს გარკვეულ შემთხვევაში კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა
ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა