პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.

 

"კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- წერია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
გერმანიიდან საქართველოს 46 მოქალაქე დაადეპორტეს - რას წერს გერმანული მედია
პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს
პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი
გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
პროკურატურამ გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს -დაკავებულებს შორის არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო
გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით უფრო მეტად გამოირიცხება ეს ვერსია - ტარიელ კაკაბაძე