იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა.
"ქვეყნის მასშტაბით, 77 ახალი M3 ტიპის საქალაქო ავტობუსიდან იმერეთის რეგიონში ჭიათურას - 8, სამტრედიას - 4, საჩხერეს - 3, ხარაგაულს - 3, თერჯოლას - 2, ხონს -2, ზესტაფონს - 1 და ტყიბულს - 1 ავტობუსი გადაეცემა.
ავტობუსების შესაძენად ტენდერის საერთო ღირებულება 32 მლნ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ჯამში 78 ახალი მიკროავტობუსიდან იმერეთში მიკროავტობუსები გადაეცემა ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს 3-3, ხოლო ბაღდათის, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებს 2-2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 მლნ ლარამდეა.
ახალი სატრანსპორტო საშუალებები თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი,"- წერია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპატრიარქო ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი – ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს
16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
მარიამობის მარხვაში წასაკითხი სამი ლოცვა
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი International Travel Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა
ლეღვთახევში ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები
იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
თბილისის მერია – იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილების გაწმენდა
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს
თბილისის მერია – უხვი ნალექის გამო, მერიის სამსახურები, რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია - თბილისის მერია
15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა
ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
,,თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს გარკვეულ შემთხვევაში კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა