კობა კობალაძე: "რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის"

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, დღეს, 34 წელი შესრულდა.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გრიგოლ გიორგაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

 

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრებს და სრულიად ჩვენს ქვეყანას... 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი, იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმის შემდგომ, ჩვენ, მთელი არსით ვცდილობთ იმას, რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად მტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი, ერთად თანაცხოვრებისა ერთ, ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში... ჩვენ ვდგავართ აქ, ჩვენი გმირების მემორიალურ დაფასთან და აქედან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს... მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას ქვეყნის თავდაცვისათვის ღვაწლში; რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის", - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაცემული მეომრების ხსოვნას, დღეს, გმირთა მემორიალზე, პატივი მიაგეს, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" დირექტორმა ედუარდ ჯიშკარიანმა, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ჩიხლაძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

 

ინფორმაციისთვის, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილოკავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ „ბაგრამიანის ბატალიონს", რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველი იყო, დევნილად იქცა. საომარ მოქმედებებში, 5000-მდე სამხედრო მოსამსახურე და გასამხედროებული შენაერთების მებრძოლები დაიღუპნენ, დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ, ეთნიკურად ქართველთა მასობრივად დახვრეტის შედეგია. ომის შედეგად, ასეულობით პირი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე კი დაიჭრა და დასახიჩრდა.

 





მსგავსი სიახლეები
აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს - გიორგი ფხაკაძე
საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - ზურაბ ქადაგიძე
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. - დავით ქართველიშვილი
კომპანია, რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, განცხადებას ავრცელებს
,,გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება''- გიორგი შარაშიძე
ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ადგილობრივი არჩევნები ფულისა და რესურსების ფლანგვაა, იმ რეგიონებში ტარდება, სადაც "გირჩის" მხარდაჭერა არ არის მაღალი
ირაკლი ჭეიშვილი – გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ
გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. რუსოფობიის გავრცელების მიზანია, დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა
ნინო წილოსანი – წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ენჯოშნიკები“ აპიარებდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დავით მათიკაშვილი – "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ
კობა კობალაძე: "რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის"
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა
გია ვოლსკი – საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია დგას ტურისტისადმი ლოიალური დამოკიდებულების პრინციპზე
ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი – ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე