დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი".
„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან" ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპატრიარქო ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი – ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს
16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
მარიამობის მარხვაში წასაკითხი სამი ლოცვა
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი International Travel Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა
ლეღვთახევში ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები
იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
თბილისის მერია – იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილების გაწმენდა
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს
თბილისის მერია – უხვი ნალექის გამო, მერიის სამსახურები, რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია - თბილისის მერია
15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა
ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
,,თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრებს გარკვეულ შემთხვევაში კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა