ვლადიმერ პუტინი – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება

 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, -  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, „რუსეთი იძულებული გახდა, დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაესრულებინა კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები".

„გვაიძულეს, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან ვცდილობდით, დაგვესრულებინა უკვე დასავლური მხარისა და კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მაშინდელი უკრაინის ამ ნაწილში",- აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ უგულებელყო თავისი დაპირებები.

„თავის დროზე დაპირდნენ მიხეილ სერგეევიჩ გორბაჩოვს, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ - ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვა, ჩვენი მრავალი პროტესტის მიუხედავად და ასე შემდეგ. არაფრად ჩააგდეს ყველა თავიანთი დაპირება", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, რუსეთი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი.

„იყო მხოლოდ ერთი გარანტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა - ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება",- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დაკარგავს დასავლეთით მდებარე მიწებს.

„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს დასავლეთით მდებარე ამ მიწებს. რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს ეკუთვნოდა, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა, ადრე თუ გვიან - შეიძლება, არა ხვალ, შეიძლება არა ზეგ, ერთი წელი, ორი, ათი, თხუთმეტი, მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება",- განაცხადა პუტინმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
აბას არაღჩი: ზელენსკიმ ირანულ გემზე იერიში ევროპის ომში ჩასათრევად მიიტანა
ვლადიმერ პუტინი – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - საფრანგეთსა და ესპანეთში ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი
გამოკითხვა: ბრიტანელების მხოლოდ 6%-ია მზად, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს
The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს - მაღალსართულიან შენობებში ხანძარი გაჩნდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია "ინტერ რაო" დაასანქცირა
რუსი სამხედროების იერიშს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა
დონალდ ტრამპი – "გუგლი" ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის "ფულის ყულაბა" არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის
ლატვიამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო 110 000 ადამიანია ევაკუირებული -საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
რობერტ ფიცო – ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი
ვოლოდიმირ ზელენსკი – დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ