ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი

ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ეჭვმიტანილი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული. ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც 2200-ზე მეტი სამართალდამცველია ჩართული, მათ შორის სხვა ფედერალური მიწებიდან ჩასული პოლიციელებიც.

 

ინციდენტის შემდეგ ტიერგარტენის პარკის ტერიტორია მთლიანად გადაიკეტა. პოლიციის განცხადებით, მტკიცებულებების დეტალური შესწავლის მიზნით საგამოძიებო სამუშაოები გაგრძელდება.

 

შემთხვევის ადგილზე მივიდა ბერლინის მერი კაი ვეგნერი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის „თავდასხმა თავისუფალ და ღია საზოგადოებაზე".

 

„ბერლინი თავისუფლების ქალაქია და დღეს სწორედ ამ თავისუფლებას დაესხნენ თავს", - განაცხადა ვეგნერმა.

 

მომხდარი დაგმო გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმაც. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა დანაშაული სრულად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.

 

Christopher Street Day ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი LGBTQ+ Pride-ის ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს. წლევანდელი აღლუმი ბრანდენბურგის კარიბჭესთან დაგეგმილი კონცერტით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინციდენტის გამო ორგანიზატორებმა ღონისძიება შეწყვიტეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

ბერლინში Christopher Street Day პირველად 1979 წელს გაიმართა.

 





მსგავსი სიახლეები
The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს - მაღალსართულიან შენობებში ხანძარი გაჩნდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია "ინტერ რაო" დაასანქცირა
რუსი სამხედროების იერიშს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა
დონალდ ტრამპი – "გუგლი" ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის "ფულის ყულაბა" არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის
ლატვიამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო 110 000 ადამიანია ევაკუირებული -საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
რობერტ ფიცო – ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი
ვოლოდიმირ ზელენსკი – დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ
ტყის ხანძრების გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა
გერმანიამ წითელი ზღვიდან სამხედრო ხომალდების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში, დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა