აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი".

 

„პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
გურჯაანში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო
ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა
სუს-მა თბილისში თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შვილმა მამა ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა, ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავა
პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა
ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანტალიაში გამართულ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა
საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
თელავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი
შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა