შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას

მგონი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ყულევში, არც პორტში და არც ქარხანაში, არანაირად არ ხდებოდა სანქციების დარღვევა, ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია დაირღვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ბრიუსელშია დაბუდებული.

 

„სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე, რომ ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ საქართველოში არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე შეეზღუდათ, რომ სანქციებში არ შეეტანათ. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რითაც კონკრეტულად ეს საწარმო იყო დაკავებული და გადამუშავებას ახდენდა, მათ შორის ნავთობპროდუქტების. ჩვენ თავის დროზე ამას ვეუბნებოდით, რომ რაიმეს შეზღუდვა თუკი გინდათ, შეიყვანეთ სანქციებში, თქვით, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია, არის სანქცირებული და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდეს. არა. რას გვეუბნებოდნენ, ბრიტანეთის ელჩი, მათ შორის ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ კარდაკარ და გვეუბნებოდნენ - არა, ჩვენ სანქციებს არ დავაწესებთ, მაგრამ თქვენ აიძულეთ ბიზნესმენები, არ შემოიტანონ ნავთობი. არ აწესებენ, რადგან თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს. ჩვენ ვუთხარით, რომ შეუძლებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონით დაშვებული საქმიანობა აუკრძალო ბიზნესს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკანონო ზეწოლა განვახორციელოთ ბიზნესზე. ვუთხარით, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არ გააკეთებს, ეს არ არის სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც რასაც უნდოდათ ეტყოდნენ და აკეთებინებდნენ გარედან. რომ ნახე, სახელმწიფო არა პირებს, უკანონოდ შეზღუდოს ბიზნესი, არასამართლებრივი გზებით მოახდინოს ზეწოლა, თავად მოახდინეს ეს ზეწოლა. იცით, რომ პირდაპირ აქვთ კომუნიკაცია ამ ბიზნესთან. საბოლოო ჯამში, თვითონ ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რუსულ ნავთობს ჩაანაცვლებენ, ეს მათი ბიზნესგადაწყვეტილებაა. ფაქტია, საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ კონსტიტუციის და კანონის დარღვევით არ ჩაერევა ბიზნესში, ბრიუსელს ამის მორალური პრობლემა არ აქვს, რომ კანონების დარღვევით ჩაერიოს ბიზნესში. თან ვერაფერს ეუბნებიან ამ საწარმოს, იმიტომაც არის ასეთი გაუგებარი. პირველად არის ასეთი შემთხვევა, რომ „არც მიწის არის და არც ცისა", „ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდების" აქციაა ისეთი, რომ თან არის და თან არ არის. რაიმე თუ დარღვეულია, ჩაწერდნენ სანქციებში, არავის მოერიდებოდნენ, ისე დაასანქცირებდნენ. ეს არის იმ მოლაპარაკების შედეგი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ საწარმოსთან აქვთ, თქვეს, რომ კომუნიკაცია აქვთ მათთან. შესაბამისად, საწარმომ ისედაც განაცხადა, რომ აგვისტოდან აღარ აპირებს, რუსული ნავთობი გადაამუშაოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, საქართველოში არ მოხდეს სანქციების გვერდი ავლა და ბრიუსელი მზად არის, სანქციების დაწესების ნაცვლად, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე.

 

„საზოგადოებას შევახსენებ ერთ ციფრს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტ ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. ეს თავად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ საბჭოზე შეხვედრის დროს წარმოადგინა, 300 მილიარდი აქვს ევროკავშირს რუსეთისთვის გადახდილი, მათ შორის 200 მილიარდი ნავთობისა და გაზისთვის, მაშინ როდესაც 200 მილიარდი იყო უკრაინისთვის. ევროკავშირში დღემდე გაზის 12 პროცენტი არის რუსეთიდან იმპორტირებული. ამ ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. 56 მილიარდი აქვთ ვაჭრობა რუსეთთან და ჩვენ გვედავებიან რაღაცებს. კიდევ ერთხელ, მათ შორის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სანქციების გვერდი ავლა არ მოხდეს საქართველოში და დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე, ნაცვლად იმისა, რომ დააწესოს სანქციები და ყველას ექნება თანაბარი პირობები. ეს არ უნდათ. უნდათ, თვითონ ყიდულობდნენ გაზსა და ნავთობს და ერთ საწარმოს, რომელსაც, რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს, წამროგიდგენიათ, მათ უნდა შეედავონ. აქ არანაირი გართულებები არ იქნება, საწარმომ განაცხადა, რომ აპირებს, გადავიდეს სხვა ქვეყნიდან მიღებულ ნავთობზე, მაგრამ საქართველომ კიდევ ერთხელ დაინახა, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ იყო უკანონო ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე, კანონის დარღვევით მომხდარიყო ბიზნესზე ზეწოლა, ნაცვლად იმისა, დაეწესებინათ სანქცია და აღსრულდებოდა. ეთქვათ, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია და აღსრულდებოდა ეს ყველაფერი ისე, რომ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ არ უნდათ, თვითონ დაიკლონ და უნდათ, სხვამ დაიკლოს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის