პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე წერს.
პაატა ბურჭულაძე განსაკუთრებით მიმართავს გიორგი ჩახუნაშვილს და სთხოვს, ყველას მაგალითი მისცეს, გადადგას ნაბიჯი.
„4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან. ამის შესახებ სასამართლოზეც განვაცხადე და ახლა პირადად მოგმართავთ ყველას! თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმრობიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების მიერ.
განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს. გამარჯვება გარდაუვალია. ბრძოლა ბოლომდე", - წერს პაატა ბურჭულაძე.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის