შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული

ადამიანები, ვინც სიძულვილს აღვივებენ, აფრქვევენ და ისინიც, ვინც მათ ექომაგებიან, არიან ინსტრუმენტები, სინამდვილეში მარიონეტები არიან გარე ძალების ხელში, რომელთაც აქვთ მიზანი, საზოგადოებაში შემოიტანონ დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით დაკავებასთან დაკავშირებით.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საზოგადოებაში დაპირისპირება ვერ შემოიტანეს და ახლა ცდილობენ, ეს ვერბალურად გააკეთონ.

 

„ცდილობენ ვერბალური ძალადობით შემოიტანონ გარკვეული დაპირისპირება საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მათ შორის, გუშინ ვნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება - აღმაშფოთებელი, სამარცხვინო განცხადება. ეს ადამიანი ევროკომისიის სახელით ლაპარაკობდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკომისია არის ის, ვინც საქართველოში იწონებს, აქეზებს ძალადობას. მანამდე ვნახეთ მეორე პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭრი მათ, ვისაც ხელისუფლების დამხობა სურდათ. ქალბატონი ჰიპერის იმ მხარდაჭერის შემდეგ იყო ზუსტად ძალადობა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რა დროსაც 50-მდე პოლიციელი დაშავდა. სწორედ ამას დაუჭირა მხარი მაშინ ევროკომისიამ და ახლა ვიხილეთ მეორე პრესსპიკერი, რომელიც ახლა უკვე ვერბალურ ძალადობას უჭერს მხარს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, როგორ მოხდა, რომ ევროკომისია დღეს ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელია.

 

„ქართველი ხალხი, საზოგადოება ამიტომაც გვეუბნება, როგორ მოხდა, რომ ევროკომისია დღეს ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი. ამას სჭირდება შველა. ჩვენი ამოცანა, მათ შორის, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც შერჩენილი აქვთ საღი აზრი, მათთან ერთად შევეცადოთ, ევროკავშირში, რომლისკენ ჩვენ ვისწრაფვით და როდესაც ჩვენი გაწევრიანების დრო დადგება, არ დაგხვდეს მტრობის, დეზინფორმაციისა და არამშვიდობის გარემო. მშვიდობის პროექტი ,დღეს ვხედავთ, რომ გამალებული შეიარაღების, დაპირისპირების სივრცედ აქცია ზოგიერთმა ბიუროკრატმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის