გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს საზოგადოება, რომელიც სანქციების გამოყენებას აპირებს, რომ ამ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატიის მიდგომა საქართველოს მიმართ არის აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი.
„უპირველესად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ევრობიუროკრატიის მიდგომა საქართველოს მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი. მათ შორის, ეს ე.წ. სანქციების სისტემა პიროვნებების მიმართ, თანამდებობის პირების მიმართ, ბიზნესის მიმართ. ეს ყველაფერი რას უკავშირდება? ერთადერთი არის ის, რომ საქართველო არ იწყებს ომს რუსეთთან, არ ამტკიცებს გეიპარადებს, არ აკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ეს ხომ რეზოლუციებშიც წერია, ჩვენი მოგონილი არ არის, პირდაპირ წერენ. თუ არ ვცდები, 6 რეზოლუციაზე მეტია მიღებული, რომლებშიც უშუალოდ არის ჩაწერილი, რომ ბიზნესიც დასანქცირდება, თუ არ შესრულდება ევრობიუროკრატიის მოთხოვნები. ისინი ითხოვენ ქვეყნის დაქცევას, მოხდეს ის, რაც უკრაინაში ხდება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ე.წ. სანქციების სისტემას უსამართლოდ მიიჩნევს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება, დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირება უსაფუძვლოა.
„აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს საზოგადოება, რომელიც სანქციების გამოყენებას აპირებს, რომ ამ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიდგომებმა იმუშაოს. თუ მაინც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება დაყრდნობილი მხოლოდ და მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის იმ მიდგომაზე, რასაც ჰქვია - მოდი, ახლა დავსაჯოთ საქართველო, საზოგადოება, ბიზნესი, რათა როგორმე წამოვიყვანოთ ჩვენს მხარეს, ანუ გლობალური ომის პარტიის მხარეს. ვნახოთ, როგორი იქნება მოლაპარაკებები და დარწმუნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ჭკვიანი მაინც აღმოჩნდეს ევრობიუროკრატიაში და თქვას, ხომ ხედავთ, რომ საქართველოში არ მოქმედებს სანქციები, პირიქით, ორმაგად უფრო ძლიერდება ქართული საზოგადოება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის