დონალდ ტრამპი – "გუგლი" ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის "ფულის ყულაბა" არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის მიერ „გუგლისთვის" დაკისრებულ ერთ მილიარდ დოლარიან ჯარიმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ტრამპის თქმით, ევროკავშირი კვლავ დიდ ამერიკულ კომპანიებს ესხმის თავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გაიხსენა, რომ მანამდე apple, meta და amazon-ი დაჯარიმდნენ.

 

„მას შემდეგ, რაც Apple აბსოლუტურად უსაფუძვლოდ 15 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, Meta 3 მილიარდით, Amazon 2.5 მილიარდით და მრავალი სხვა, ახლახან შევიტყვეთ, რომ Google-იც, ნამდვილად მოწინავე და საოცარი კომპანია, კიდევ ერთხელ, ახსნის გარეშე, ერთი მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. ამით „გუგლის" ჯამურმა ჯარიმამ 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „უკანონო და დისკრიმინაციული პრაქტიკა" ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.

 

„ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს აღარ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპისთვის „ფულის ყულაბა" არ არის და არც გახდება!" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ტრამპი განმარტავს, რომ დაუყოვნებლივ იწყებს ე.წ. 301-ე მუხლით გამოძიებას ამერიკული კომპანიების მიმართ ევროკავშირის პრაქტიკის შესასწავლად.

 

„ევროკავშირი ამ უკანონო და უკიდურესად არაეთიკური საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის, რაზეც მე მუდმივად ვაფრთხილებდი მათ. ეს ჯარიმები მთლიანად გაუქმდება და, ჩვენი ვარაუდით, უახლოეს დროში მათზე მნიშვნელოვანი ტარიფი დაწესდება", - წერს დონალდ ტრამპი.

 

ცნობისთვის, ევროკომისიამ „გუგლს" ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) მოთხოვნების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროს (დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

 





მსგავსი სიახლეები
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს - მაღალსართულიან შენობებში ხანძარი გაჩნდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია "ინტერ რაო" დაასანქცირა
რუსი სამხედროების იერიშს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა
დონალდ ტრამპი – "გუგლი" ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის "ფულის ყულაბა" არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის
ლატვიამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო 110 000 ადამიანია ევაკუირებული -საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
რობერტ ფიცო – ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი
ვოლოდიმირ ზელენსკი – დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ
ტყის ხანძრების გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა
გერმანიამ წითელი ზღვიდან სამხედრო ხომალდების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში, დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა