გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის

ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი „ქართული ოცნების" რეჟიმისთვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

 

გეგელიას თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროკავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ.

 

„ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასოდეს უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი.

 

16 მარტს ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ „ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის". მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პორტი ამოღებული იქნა სანქციის სიიდან, ვხედავთ, რომ ამ განცხადებიდან ოთხი თვის თავზე სანქცირებული იქნა ქარხანა, რომელიც [ვციტირებ] - „რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით არის დაკავებული".

 

შესაბამისად, ევროკავშირმა დღეს უკვე ოფიციალურად თქვა, რომ ყულევის ქარხანა რუსული ომის ეკონომიკის ნაწილია და ღიად ამხილა კობახიძის ოფიციალური ტყუილი. ამით კიდევ ერთხელ ზიანი მიადგა საქართველოს, როგორც სანდო და ღირებული სატრანზიტო ჰაბის რეპუტაციას, რაც უარესად ასუსტებს ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. რასაკვირველია, როდესაც კანდიდატი სახელმწიფოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დგება სანქციების რეჟიმის ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ კანდიდატობა სრულად და საბოლოოდ დაიცალა პოლიტიკური შინაარსისგან და მიზნისგან.

როგორ აღმოჩნდა საქართველო ასეთ მდგომარეობაში? როგორ მოხდა, რომ დღეს რეგიონში მხოლოდ ერთ დროს ყველაზე პროდასავლური სახელმწიფოა ეჭვმიტანილი რუსული ნავთობის და კრიპტოპლატფორმების შეფარებაში? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველა ქართველმა უნდა დასვას. ნორმალური ხელისუფლების პირობებში საქართველო არ უნდა მისულიყო არც ასეთ სამარცხვინო პოლიტიკურ მომენტამდე და არც ამ სავალალო ეკონომიკურ რისკამდე.

 

საქართველო უნდა იყოს ევროპისთვის სანდო პარტნიორი, ძლიერი სატრანზიტო ქვეყანა და სახელმწიფო, რომლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სანქციების კონტექსტში კი არ განიხილება, არამედ აღიქმება უსაფრთხო კარიბჭედ, რომელიც ანაკლიის მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის კონტინენტებს. სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ რეჟიმი, რომელიც მუდმივად უდრის საერთაშორისო სირცხვილს, სიღარიბეს, ქართველთა ქვეყნიდან გადინებას და უპერსპექტივობას", - განაცხადა გეგელიამ.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის