ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
კლინიკა „ჰელსიკორის" აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შმაგი ჭიოკაძის თქმით, ერთ ახალგაზრდას კლინიკაში შეყვანის დროს მარცხენა მხარის არეში ჰქონდა ღია ჭრილობა, მეორეს კი - მარცხენა მტევნის არეში. ორივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, არიან კონტაქტურები და რეაბილიტაციის გავლის მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა.
„22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა - ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის, მეორეს - მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ", - განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის" აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია" - ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია-ლევან მებონია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ფონდის პრემიის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის განსაკუთრებული მიღწევებისათვის
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა
სახელმწიფო ელექტროსისტემა – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
დედისთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო - ვერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს, შპს "თამპას" დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა
ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება