„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის"-ნოდარ თოფურიძე

მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

"ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი", - წერს ნოდარ თოფურიძე.

 

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ - მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა.

 

ცნობისათვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

 

"სამმა ბიჭმა ქუჩაში გააჩერა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა," - განაცხადა ოქრიაშვილის მეუღლემ.

 

ოქრიაშვილის ცოლის ინფორმაციით, "მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ".

 

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ,  იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა. ცალკეულმა ჯგუფენმა ის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს . ამ თემაზე სამთავრობო მედიამ სიუჟეტებიც მოამზადა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა

 

 

 





მსგავსი სიახლეები
"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია" - ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია-ლევან მებონია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ფონდის პრემიის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის განსაკუთრებული მიღწევებისათვის
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა
სახელმწიფო ელექტროსისტემა – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
დედისთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო - ვერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს, შპს "თამპას" დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა
ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება