"ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე"-მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი , - ამის შესახებ მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი მცდარი ინფორმაცია, რის გამოც საჭიროდ ჩათვალა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
"მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რომ საქმეს დეტალურად იძიებს. არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. ძალიან ბევრი პოსტი იდება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე",- აცხადებს მომღერალი.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.
შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
მსგავსი სიახლეები
"ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს, იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა" -ეკა კუპატაძე
ვ ი რ თ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი -ჯონდი ბაღათურია
თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე მიმართვას ავრცელებს
"ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე"-მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
დავით ქართველიშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს
გია აბაშიძე: საქართველოსთვის უზბეკური ტვირთების მოზიდვა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ გულისხმობს - საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ტვირთზე მოთხოვნით სარგებლობდეს
ანაკლიის ირგვლივ ყალიბდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი დონე - დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი – მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდებზე
არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს… არ შეიძლება!- 22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! -სანდრო ელოშვილი
ვიცით ყველაფერი და ცოტა ღირსეულად მოიქეცით, ნურც ეკლესიას აზიანებთ და ნურც მტერს ახარებთ, როგორ გგონიათ, ამ სამარცხვინო ქცევებს გარედან ვერ ხედავენ?-სოსო მანჯავიძე
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან
"დაუმთავრებელი სიყვარული -ქორწილამდე ერთი კვირით ადრე შეწყვეტილი სიცოცხლე" -ირანის ელჩი ემოციურ წერილს აქვეყნებს
წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია-ეკა კუპატაძე
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ჯაბა ხუბუა
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?-ნიკა გვარამია
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს