6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა.
გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.
საქართველო წელს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026-ზე, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა.
ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის მასშტაბით კომპლექსური მარკეტინგული კამპანიები და ციფრული აქტივობები ტარდება. უმსხვილეს ქალაქებში მიმდინარეობს B2B შეხვედრები და როუდშოუები, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.
პარალელურად, საქართველოს ჩინელი ტუროპერატორები სტუმრობენ, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. ასევე, ტარდება ტრენინგები ქართველი ტუროპერატორებისთვის ჩინური ბაზრის სპეციფიკის ასათვისებლად.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური კამპანია დაიწყო ჩინეთის ციფრულ ბაზარზე, ისეთ მრავალმილიონიან პლატფორმებზე, როგორებიცაა: WeChat, Douyin, RedNote და Weibo. თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩინეთის უმსხვილეს ონლაინ ტურისტულ პლატფორმასთანTrip.com, რაც პირდაპირ რეჟიმში შეუწყობს ხელს ჯავშნების სტიმულირებას. პარალელურად, ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ხალხმრავალ მოედნებსა და ქუჩებში საქართველოს საიმიჯო ბანერები და ვიზუალური მასალები განთავსდა.
სარეკლამო კამპანიებთან ერთად, საქართველოში ტარდება გაცნობითი (ინფო) ტურები. ქვეყანას სტუმრობენ ჩინელი ინფლუენსერები და ბლოგერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში საკუთარ აუდიტორიას საქართველოს უნიკალურ კულტურასა და ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენებს დაემატა ახალი რეისი: შანხაი-თბილისი-შანხაი, რომელსაც China Eastern Airlines კვირაში 3 სიხშირით ასრულებს. შედეგად, ჩინეთიდან საქართველოში ფრენები უკვე სამი მიმართულებით ხორციელდება, რომლებსაც ავიაკომპანიები Air China და China Eastern Airlines ასრულებენ. - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმააციაში.
მსგავსი სიახლეები
დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა 2026" გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი არის სივრცე, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
ირაკლი კობახიძე – თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის სამუშაო ადგილებს
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება, მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან ახალ ფუნქციას შეიძენს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესთან შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
"საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს"- ვახტანგ ცინცაძე
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის პორტმა
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, პირველ ხუთ თვეშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია -"გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივლისიდან
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა