6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

საქართველოში 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,272,964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,601 ვიზიტით მეტია (ზრდა 0.1%). საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ორივე კვარტალში ჯამურად 3,050,173 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103,568 ვიზიტით ნაკლებია (კლება 3.3%). 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა და 1.9 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

 

მეორე კვარტალში, აპრილი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 1,275,435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,981 ვიზიტით ნაკლებია (კლება 2.7%). საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ კი მეორე კვარტალში 1,749,668 შეადგინა, რაც 89,245 ვიზიტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (კლება 4.9%). 2026 წლის მეორე კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.


კლება განპირობებულია იმ ქვეყნებიდან შემცირებული ტურისტული ნაკადებით, რომლებზეც პირდაპირ აისახა რეგიონული კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული ავიამიმოსვლის შეზღუდვები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დივერსიფიკაციის პოლიტიკის და ტურისტულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, მოსალოდნელი ზიანი მნიშნელოვნად შემცირებულია და თვალსაჩინოა ზრდა სხვა მიზნობრივი ბაზრებიდან. კერძოდ, რეკორდულად მაღალი ვიზიტები ფიქსირდება ევროპიდან, ასევე იზრდება ვიზიტები ჩინეთიდან და შუა აზიიდან.

 

2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდული მაღალი 249,201 ვიზიტი შედგა (ზრდა 23.4%). ასევე, მეორე კვარტლის მაჩვენებლითაც, დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი 152,975 ვიზიტი, რაც 2025 წელთან შედარებით 19.4%-ით მეტია. 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

 

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. შუა აზიის ქვეყნებიდან, ორი კვარტლის მონაცემებით, განხორციელდა 115,416 საერთაშორისო ვიზიტი (ზრდა 3.1%), მეორე კვარტალში ზრდა 6.9 % წარმოადგენს.

 

დივერსიფიცირებული ბაზრების პოლიტიკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიუტად მიმდინარეობს მსხვილი, მრავალკომპონენტიანი მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, საქართველოს შესახებ ცნობადონის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობას. სწორედ მსგავსი ტიპის მიზნობრივი ღონისძიებებისა და თანმიმდევრული აქტივობების შედეგია, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვითარება სტაბილურია ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. დღეს საქართველოში, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია 125 მიმართულებით ოპერირებს, ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისის, ხოლო China Eastern Airlines-მაშანხაი-თბილისის მიმართულებით.


ცნობისთვის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის https://www.untourism.int/news/international-tourism-up-2-in-q1-2026-amid-growing-uncertainty პროგნოზით, მოსალოდნელია, 2026 წელს საერთაშორისო ვიზიტების ზრდის ტემპის 3-4%-ით შემცირება, აღნიშნული დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გავრცელების არეალზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა 2026" გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი არის სივრცე, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
ირაკლი კობახიძე – თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის სამუშაო ადგილებს
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება, მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან ახალ ფუნქციას შეიძენს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესთან შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
"საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს"- ვახტანგ ცინცაძე
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის პორტმა
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, პირველ ხუთ თვეშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია -"გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივლისიდან
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა