რევაზ სოხაძე – გზა, შეიძლება, გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად, ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ

დღეს გავხსენით მორიგი 6-კილომეტიანი მონაკვეთი იმ მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს სტრატეგიული ინფრასტუქტურა, უკეთესი ცხოვრების, რეგიონებში ახალი სიცოცხლის გაჩენის და ბიზნესის უკეთეს პირობებში კეთების შესაძლებლობად იქცა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მაგისტრალი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.

 

მისი განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხარისხია და სწორედ ამ პრინციპით მიიღება გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

 

„ამ გზის გახსნა სამი თვის წინაც შეგვეძლო. ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, თუმცა შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს უნდა ჩააბაროს. გზა, შეიძლება, გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დღეს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის და საერთაშორისო მნიშვნელობის მარშრუტად ჩამოყალიბდა, რომელმაც რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებშიც დაამტკიცა თავისი სანდოობა, სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა.

 

რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს, პროექტზე დასაქმებულ ინჟინრებს, მშენებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა შრომითაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

 

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ მეტი პროექტის განხორციელება კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება.

 

მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმები, ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რეგულაციების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურულ სფეროში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.

 

„ქვეყანას სჭირდება ახალი თაობის ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, ტექნიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს მომავალს შექმნიან. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ცოდნა, ხარისხი და პროფესიონალიზმი განვითარების მთავარი საფუძველია", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა 2026" გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი არის სივრცე, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
ირაკლი კობახიძე – თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის სამუშაო ადგილებს
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება, მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან ახალ ფუნქციას შეიძენს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესთან შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
"საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს"- ვახტანგ ცინცაძე
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის პორტმა
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, პირველ ხუთ თვეშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია -"გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივლისიდან
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა