ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან.

 

„ამ პროცესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან. ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება. რამდენიმე წელიწადში, 2031 წლისთვის ჩვენ გვექნება თბილისში სრულიად ახალის აერთაშორისო აეროპრტი, მანამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და მისი გამტარუნარიანობა, იგივე ეხება ბათუმის აეროპორტს", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა რკინიგზის და პორტების განვითარების მიმართულებით.

 

„ასევე ვმუშაობთ რკინიგზის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები, რაც საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, აქტიურად წარიმართება პორტების განვითარების პროცესი, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ამ რამდენიმე წელიწადში", - განაცხადა კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის