ირაკლი კობახიძე – სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.
„დღეს ვხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთს, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავხსენით ამ მაგისტრალის მეორე მონაკვეთი, ეს დღე არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ესეც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. თქვენ ხედავთ, რამდენად დაჩქარებულია საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები.
ეს დღე არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე, ჩვენ დღეს ვხსნით 6-კილომეტრიან მონაკვეთს, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს მთლიანად დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52 კილომეტრი, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი. მომავალ წელს იგეგმება უკვე მისი გახსნა, ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა.
აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში - გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი-სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამასთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება კახეთის მიმართულების დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა და ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა.
მთლიანობაში ჩვენი გეგმა არის ძალიან ამბიციური, სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 2031 წლისთვის გვინდა თითქმის ყველა მონაკვეთის მთლიანად დასრულება, დარჩენილი იქნება ამ დროისთვის მხოლოდ 1 მონაკვეთი, რომელსაც იქიდან 1 წელიწადში ასევე მივიყვანთ ბოლომდე", - აღნიშნა პრემიერმა.
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.
მსგავსი სიახლეები
დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა 2026" გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი არის სივრცე, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
ირაკლი კობახიძე – თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის სამუშაო ადგილებს
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება, მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან ახალ ფუნქციას შეიძენს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესთან შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
"საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს"- ვახტანგ ცინცაძე
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის პორტმა
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, პირველ ხუთ თვეშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია -"გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივლისიდან
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა