გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.
„განსაკუთრებულია 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება - წელს ჩვენ დიდი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღვნიშნავთ.
ახლა თითოეული კურსდამთავრებული ხარობს, მაგრამ არანაკლები სიხარულია თითოეული პროფესორ-მასწავლებლის გულში, რომლებმაც მთელი თავისი მონდომება და ძალისხმევა ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემას მიუძღვნეს.
მსურს, ახალგაზრდებს მივმართო - ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სიამაყე და წარმატებაა. მჯერა, თქვენი ცოდნითა და პროფესიონალიზმით
არაერთხელ ასახელებთ თქვენს ოჯახს, მასწავლებლებს და ჩვენს საყვარელ სამშობლოს!", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიებაზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. მათ წარჩინების სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელამ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სტუდენტური ჰიმნი - „გაუდეამუსი" შეასრულეს.
გამოსაშვები ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის ფასადზე 3D პროექცია მოეწყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 3298 კურსდამთავრებული ჰყავს. 2026-2027 სასწავლო წელს კი უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე 8600-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია-ლევან მებონია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ფონდის პრემიის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის განსაკუთრებული მიღწევებისათვის
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა
სახელმწიფო ელექტროსისტემა – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
დედისთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო - ვერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს, შპს "თამპას" დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა
ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის"-ნოდარ თოფურიძე