დავით მათიკაშვილი – დონალდ ტრამპის წერილიდან გამომდინარე, როგორც ვხვდებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის წერილიდან გამომდინარე, როგორც ვხვდებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი აშშ-ის პრეზიდენტის წერილთან დაკავშირებით.
დეპუტატი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გზავნილები თანხვედრაშია ერთმანეთთან.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის და იქ იყო ხაზგასმითი გზავნილები, რომელიც ამოსაკითხია ამ წერილიდან. ის პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური ფილოსოფია, რაც ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას აქვთ, ძალიან დიდი პროცენტით არის თანხვედრაში ერთმანეთთან, ამის შესახებ გაკეთდა კიდეც განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაში. წერილის მიღმა ვხედავთ სხვა ასევე პოზიტიურ გზავნილებს ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდება ვაშინგტონში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ეს ურთიერთობა დელეგაციათა გაცვლით კიდევ ახალ ფაზაში გადადის. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენი დღევანდელი მოცემულობის შემთხვევაში, ნამდვილად შეერთებული შტატების მხარეს არის პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზების ვექტორი. ჩვენ ვართ ღია ურთიერთობისთვის, არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ცალსახად ვაცხადებთ, რომ ახალი გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან მზად ვართ, შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ჭეშმარიტი ორი ერისთვის ხელშესახები და ურთიერთმისაღები სტრატეგიული პარტნიორობა განვაახლოთ, უფრო სწორად, ახლიდან დავიწყოთ, რადგან ის პარტნიორობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მეტწილად იყო მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და მისი რეალიზება რეალურ ცხოვრებაში არ ხდებოდა", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ".
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის