მარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა

„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას.

 

„საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ, ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე, ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 





მსგავსი სიახლეები
დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა 2026" გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი არის სივრცე, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
ირაკლი კობახიძე – თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის სამუშაო ადგილებს
ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება, მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან ახალ ფუნქციას შეიძენს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესთან შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
"საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს"- ვახტანგ ცინცაძე
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის პორტმა
მარიამ ქვრივიშვილი – სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, პირველ ხუთ თვეშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია -"გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ივლისიდან
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა