გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სუვერენიტეტი, თორემ ტრამპი საქართველოს პრემიერს ურთიერთობების აღდგენაზე კი არა დაუწყებდა საუბარს, არამედ ისაუბრებდა ისე, როგორც უკრაინაზე, ომის დასრულებაზე
„ხალხის ძალას" არაერთხელ გვითქვამს, რომ დადგებოდა, დრო როდესაც შეერთებულ შტატებში ხელისუფლების შეცვლის შემდგომ საქართველოსთან ნელ-ნელა დაიწყებოდა ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და ბუნებრივია, რომ გარკვეული დრო დასჭირდა, რათა საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა ნელ-ნელა დაწყებულიყო.
„მართალია, ამას დასჭირდა ერთი წელი და ცოტა მეტი, მაგრამ ამისი მიზეზიც ახსნა თავად რუბიომ, როდესაც თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოსთან ურთიერთობებში. ბუნებრივია, შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და გარკვეული დრო გახდა საჭირო, რომ საქართველოსთან გადატვირთვის ურთიერთობები ნელ-ნელა დაწყებულიყო. ეს არის ზუსტად ბუნებრივი შედეგი, როდესაც ჩვენი დელეგაციები ჩადიან შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოდიან საქართველოში, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია სახელმწიფო მდივანმა. პირდაპირი გაგებით, ეს ნიშნავს რომ სწორედ ის ბუნებრივი პროცესი ხდება, იმ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, რაც სამწუხაროდ, დააზიანა წინა ადმინისტრაციამ.
საქართველოს სუვერენიტეტს ვინც აღიარებს და პატივისცემით მოექცევა, ყველასთან გვექნება ძალიან სწორი და სტრატეგიული ურთიერთობები. ძალიან კარგია, როდესაც ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ულოცავს იმ პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში ნელ-ნელა იწყება აღდგენითი ურთიერთობები. ასევე, იზიარებს თავისთავად ბუნებრივად იმ ლეგიტიმაციას, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს საზოგადოებისგან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან დიდ კონფლიქტშია ევრობიუროკრატიასთან და ამბობს, რომ ევროპა დღეს კრიზისშია.
„რაც შეეხება ნაცაგენტურას, მის ფილიალებს, მათ პატრონებს უცხოეთში, ამათ თავად ტრამპი ებრძვის. ნახეთ, როგორ ლაგდება ახლა კონფიგურაცია; თავად ამერიკის პრეზიდენტი ძალიან დიდ კონფლიქტშია ევრობიუროკრატიასთან, პირდაპირ ამხელს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ამხილა და უთხრა რომ ჩინეთი და რუსეთი არ არის ევროპის პრობლემა, არამედ შიდა პრობლემები აქვს ევრობიუროკრატიას. შესაბამისად, ტრამპიც ამბობს, რომ ევროპა დღეს კრიზისშია. გამომდინარე აქედან, რა გასაკვირია, რომ საქართველომ ვთქვათ, რომ ევროპულ ღირებულებებს გადაუხვია სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიამ, ეს არის მოცემულობა. შეიძლება, ამ შემთხვევაში არ ესიამოვნოს აქაურ აგენტურას, ნაცაგენტურას და მათ ფილიალებს, მაგრამ ეს არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ჩვენ შევძელით და საქართველომ შევინარჩუნეთ ღირსება, შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი, თორემ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმაზე კი არ დაუწყებდა საუბარს, რომ კარგია, რომ აღვადგენთ ურთიერთობებსო. წინა ადმინისტრაციისთვის რომ დაგვეჯერებინა, ტრამპი საქართველოზე ისაუბრებდა ისე, როგორც სამწუხაროდ, ახლა საუბრობს უკრაინაზე, როდის დამთავრდება ომი და ა.შ., ეს არის რეალური მოცემულობა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ".
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის