სურსათის უვნებლობის სპეციალისტის საგანგებო გაფრთხილება კვებით ინტოქსიკაციებზე

 

ზაფხულის სეზონთან ერთად კვებითი ინტოქსიკაციებისა და ნაწლავური ინფექციების შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა „დღის პოსტში" ისაუბრა.

მისი განმარტებით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც საკვებით მოწამვლის რისკს ზრდის. რისკის მატებას ხელს უწყობს ზაფხულში პიკნიკებისა და ექსკურსიების სეზონიც.

ირაკლი არაბულის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი სალათის ფოთოლია.

„სალათის ფოთოლი ხშირად დაბინძურებულია როგორც ბაქტერიებით, ისე სხვადასხვა მწერის კვერცხებით. ამიტომ აუცილებელია მისი სათანადოდ გარეცხვა და დამუშავება. კვებითი ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა სწორედ არასათანადოდ დამუშავებულ სალათის ფოთოლს უკავშირდება," - აღნიშნავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, რძის პროდუქტებს შორის ყველაზე მგრძნობიარე რძეა, შემდეგ მოდის ხაჭო და მაწონი, ხოლო ყველი შედარებით უკეთ ინარჩუნებს თვისებებს, რადგან მასში არსებული მარილი გარკვეული ტიპის ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს.

სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ულტრაპასტერიზებული, მუყაოს შეფუთვაში მოთავსებული რძე დამატებით ადუღებას არ საჭიროებს, რადგან დამუშავების პროცესში მავნე ბაქტერიები უკვე განადგურებულია.

 

 





მსგავსი სიახლეები
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია-ლევან მებონია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ფონდის პრემიის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის განსაკუთრებული მიღწევებისათვის
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა
სახელმწიფო ელექტროსისტემა – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
დედისთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო - ვერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს, შპს "თამპას" დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა
ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის"-ნოდარ თოფურიძე