,,კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია''- მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს

კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს მთავრობამ თბილისში მდებარე სასტუმრო „საქართველოში" მდებარე 3,237 კვადრატული მეტი ფართი სიმბოლურ ფასად გაასხვისა. 
სინამდვილეში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს" სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს" გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს" რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია. 
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ან მარტივი ჭეშმარიტების დადგენა ვერ შეძლეს, ან მათ უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს.
2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სრულად აღკვეთა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირი ფორმით გასხვისების პრაქტიკა და ამ პრინციპის ერთგული დარჩება მომავალშიც.
მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, არასწორი და უხეშად მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან მომავალში თავი შეიკავონ. 





მსგავსი სიახლეები
გურჯაანში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო
ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა
სუს-მა თბილისში თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შვილმა მამა ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა, ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავა
პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა
ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანტალიაში გამართულ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა
საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
თელავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძე გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდა
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი
შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა