თენგიზ შარმანაშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ“ მინისტერიალზე: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა, ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა
მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გამოწვევას, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს უკავშირდება, მთელი მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს.
„პოლიტიკური ტერორიზმი ახალი არ არის. დიდი ხანია დაწყებულია. ლიბერალურმა რადიკალურმა მიმდინარეობებმა უკვე ასეთი ფორმით დაიწყეს თავისი დღის წესრიგის დამკვიდრება წლების წინ. ისინი შეიჭრნენ უნივერსიტეტებში, სადაც შეეძლოთ. ულტრამემარცხენე იდეოლოგიის პროფესურით გაივსო ეს სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ამას ყოველ დღე უნერგავდნენ თავის სტუდენტებს, რომ რადიკალური იდეების დამკვიდრება შესაძლებელია ძალიან რადიკალური ფორმებით. ეს ხდებოდა ყველას თვალწინ.
აშშ-მა თავის თავზე იწვნია ყველაფერი. თუნდაც გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია. მას პირდაპირ ტყვია ესროლეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებმა. მილიმეტრები დააკლდათ, რომ ის მოეკლათ. მათ თავის ტყავზე გამოცადეს. ვიდრე ახალი ადმინისტრაცია მოვიდოდა თეთრ სახლში, ჩვენს წინააღმდეგ ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო და ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით, რომ ეს მათ სახლებშიც მიაკითხავდა მაგრამ მაშინ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ იმიტომ, რომ ძველი ადმინისტრაცია თვითონ იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ამ მიმდინარეობებისა, რაც ჩვენ თავზეც ვიწვნიეთ.
კარგია, რომ აშშ-მ არ მიატოვა ამის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა ის არც მომავალში მოადუნებს ყურადღებას, რათა ეს საერთაშორისო დიდი სენი ამ რადიკალიზმისა, ძალადობისკენ ბიძგებისა ადამიანებისა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამას რაღაც ძალა წინ უნდა აღუდგეს. მოხარული ვარ, რომ ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა ამ ფორუმზე და მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა, ეს იყო USAID, NED. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა და ისევ გრძელდება. რა თქმა უნდა ამას წინ აღუდგეს მთელი მსოფლიო და ამის ავანგარდში თუ შეერთებული შტატები იქნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას
შალვა პაპუაშვილი – "ჯერ საქართველოს" დაარქმევენ, "კვლავ საქართველოს" თუ "წინ საქართველოს", ყველაფერი, დიდი ხანია, გაშიფრულია, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან
შალვა პაპუაშვილი – გვაქვს ძალიან კეთილმეგობრული რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ყურადღება არ მივაქციოთ ჯო უილსონს, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა, ეს არის ცივილიზაციური უფსკრული
შალვა პაპუაშვილი – ცდილობენ, მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, უნდათ, ავტორიტეტი იყოს რასა იუკნევიჩიენე, მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის და სხვა კლასიკოსების
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, უჩვეულოა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად ელექტროსისტემის გათიშვა, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, დადგინდეს, თუ არის ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება
გურამ მაჭარაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას თუ მაინც მიიღებენ, ეს დაეყრდნობა მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის მიდგომას – მოდი, დავსაჯოთ საქართველო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის, აშშ-ის ადმინისტრაცია აყალიბებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას
2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
მიხეილ სააკაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ
ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ "ენჯეოები" "გრანტიჭამიები" არიან
გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, ამით არაფერი იცვლება
დავით მათიკაშვილი – ყულევის ქარხნის დასანქცირებისას გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება
საქართველოს საგარეო უწყება – ვიმედოვნებთ, რომ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას
გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის